ლარისა ყირმელაშვილი

მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ქიმიაში

ბიოინფორმატიკის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

ლარისა ყირმელაშვილი დაიბადა 1948 წლის 3 აპრილს ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში. 1955 წელს შევიდა ქ. თბილისის  მე-4 საშუალო სკოლაში, 1959 წელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო გადავიდა ქ.თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1966 წელს.  1966-1971 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა სპეციალობით ფიზიკური ქიმია. 1971-1972 წლებში მუშაობდა  ქარხანა „მიონში“ ტექნოლოგად. 1972 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში,  ბიოფიზიკის განყოფილებაში. ამჟამად მუშაობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცის ცენტრში მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალების სინთეზი და კვლევა ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე, კონკრეტულად კი ბიომსალების სინთეზის საინტერესო და პერსპექტიული მეთოდის - ოქსაზოლინონური მეთოდის  შემუშავება და მისი საშუალებით სხვადასხვა სტრუქტურისა და  თვისებების  ბიომასალების მიღება. სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო   ნაშრომი, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებში.  


სამეცნიერო  ინტერესის სფერო

ლ. ყირმელაშვილის სამეცნიერო ინტერესის სფერო  მოიცავს  ბიოსამედიცინო  მასალების სინთეზსა და კვლევას ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე. ლ.ყირმელაშვილის  მიერ  შემუშავებულ იქნა ბიოსამედიცინო მასალების სინთეზის საინტერესო და პერსპექტიული მეთოდი - ოქსაზოლინონური მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა  ამინომჟავების საფუძველზე მივიღოთ  მრავალფეროვანი სტრუქტურის პოლიამიდები პოლიადიტიური რეაქციის გამოყენებით, თანამდე პროდუქტების გამოყოფის გარეშე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალების კონსტრუირების თვალსაზრისით. მეთოდის მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ პოლიკონდენსაციის პროცესში ხდება ფერმენტული დეგრადაციის უნარის მქონე პეპტიდური ბმების ჩამოყალიბება პოლიმერების მთავარ ჯაჭვში.  რაც შესაძლებლობას იძლევა თავიდან ავიცილოთ პეპტიდების სინთეზის მრავალსაფეხურიანი და შრომატევადი პროცესი.
ახალი მასალები მნიშვნელოვნად აფართოებენ  AABB  ბიომასალების გამოყენების სფეროს. დაბალმოლეკულური  მასალები ბის-აზლაქტონების საფუძველზე  საინტერესოა ფხვნილოვანი წამლით დატვირთული იაფი და ადვილად მისაღები კომპოზიციების მისაღებად. მიღებული პოლიმერები  განსაკუთრებით გამოსადეგია ანტიბაქტერიული კომპოზიციების მისაღებად  ღრმა ჭრილოლობებისა და ღრმულების მკურნალობისათვის. მაღალმოლეკულური ბის-აზლაქტონის საფუძველზე მიღებული მოდიფიცირებული ჰიდროფობური მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სპეციალური ქირურგიული, საშუალო სიჩქარით რესორბირებადი  მოწყობილობების კონსტრუირებისათვის, ისევე როგორც იმდენად ჰიდროფობური წამლის გამოყოფის სისტემებისათვის, რომ მოხდეს   წამლის უკონტროლო გამოყოფის დათრგუნვა. მასალები ბის-აზლაქტონის საფუძველზე მაღალპოტენციურებია წამლის მიწოდების კონტეინერების, მიკროსფეროების და ნანონაწილაკების  კონსტრუირებისათვის და სხვ.

რჩეული პუბლიკაციები:

1. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, L.I. Kirmelashvili, T.M. Bendiashvili, M.M.Zaalishvili. Synthesis of polyamides containing enzymatically degradable peptidic bonds in the main chains Bulletin of the Academy of Sciences of The Georgian SSR, 114 (2), 321-324 (1984).
2. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, L.I. Kirmelashvili, M.M.Zaalishvili. Heterochain polymers based on natural amino acids. Bis-oxazolinone method of the synthesis of polyamides containing enzymatically cleavable bonds in the main chains. Acta Polymerica, 36, 29-38 (1985)
3. P.Chefelin, B.Masarzh, D.P.Kharadze, R.D.Katsarava, L.I. Kirmelashvili, T.N.Omiadze, M.G.Burchuladze, L.A.Edilashvili. Synthesis and investigation of biodegradation of polyamides  containing enzymatically degradable peptide bonds in the main chains. Polycondensation. Pub. Bulgarian Academy of Sciences, Sofia, Bulgaria (1986).
4. T.A.Khosruashvili, L.I. Kirmelashvili, D.P.Kharadze, R.D.Katsarava. On the reactivity of 4,4’-disubstituted 2,2-p-phenylene(bis-oxazoline-5-one)s. Bulletin of the Academy of Sciences of the Georgian SSR, 136 (2), 330-332 (1989).
5 M.G.Burchuladze, N.A.Galatenko, N.N.Bufius, L.Kirmelashvili, D.Kharadze, G.A.Pkhakadze L.A. Edilashvili, R.D.Katsarava. Estimation of biocompatibility of polyamides based on -amino acid derivatives in vitro and in vivo. Proc. Georgian Acad. Sci.,Biol. Ser. B, 15 (6) 375-37 (1989).
6. N.G.Medzmariashvili,L.I.Kirmelashvili, D.P.Kharadze, Ts.A.Goguadze, R.D.Katsarava, Synthesis of novel polyanhydrides. Vysokomol. Soed. Ser. B. 34, 3-4 (1992)
7. R.D.Katsarava, D.P.Kharadze, L.Kirmelashvili, N.Medzmariashvili, Ts.Goguadze, G.Tsitlanadze. Polyamides from 2,2’-p-phenilene-bis(∆2-5-oxazoline)s and N,N’- bistrimethylsilylated diamines. Synthesis of polyamides containing dipeptide links in the main chains. Makromol.Chem. 194(1), 143-150 (1993)
8. D.Kharadze, L.Kirmelashvili, N.Medzmariashvili, V.Beridze,G.V.Tsitlanadze, D.Tugushi, C.C.Chu, R.Katsarava. Synthesis and chymotrypsinolysis of regular poly(ester amide)s based on phenilalanine, diols and terphtalic acid. Polymer Sci., Ser. A. 41 (9), 883-890 (1999).
9. T. Silagadze, Z. Beria, V. Kenchadze, L. Kirmelashvili. Crime chatasteristic of schizophrenic patients according to motivation. Georgian Medical news, 106 (1),70-73 (2004).
10. T.Zaalishvili, D.Kharadze, T.Khostaria, N.Arabuli, K.Kolkhidashvili, K.Kutalia, T.Omiadze, L.Kirmelashvili, L.Edilashvili, G.Zaalishvili, Z.Tsetskhladze. Design of indole derivatives and studing their inhibitory ability of poly(ADP-ribosyl)ation reaction. Bull. Georg. Acad. Sci.,
172(2) 314-316 (2005).
11. E.Chkhaidze, D.Kharadze, N.Nefaridze, L.Kirmelashvili. Unsaturated biodegradable poly(ester amide)s composed of fumaric acid, L-leucine and 1,6-hexanediol. Proceedings of 23 GTU N1(467), 8-51 (2008).
12. N. Ochkhikidze, G. Jokhadze, G. Otinashvili, L. Kirmelashvili, R. Katsarava. Synthesis of new functional poly(ester amide)s on the basis of active diesters of O,O’-diacel-bis-glycolic acids. Proceedings of the Georgian National Academy of Sciences, Chemical Series 36(4), 452-460 (2010).
13. D. Kharadze, T. Memanishvili, K. Mamulashvili, T. Omiadze, L. Kirmelashvili, Z. Lomtatidze. Amino acid-based biodegradable polycathions with antimicrobial activity, Bulletin of the Georgian National Academy of Science, 11, #3, 132-138 (2017).
14. D. Kharadze, L. Kirmelashvili,T.Omiadze, S. Kobauri, R.Katsarava. Synthesis of the polyamide and poly(ester amide) on the basis of 2,2’-p-phenylene-bis-[4,4-dimethyl-5(4H)-oxazolinone]. In; Systemic, cellular and Molecular Machanisms of Physiological Functions and their Disorders. Editor: N.P.Mitagvaria and N.G.Nachkebia; ISBN : 978-1-53614-395-9; 2018; Chapter 11, p. 127-135. Nova Science Publishers, Inc.
15. D. Kharadze, T. Omiadze, L.Kirmelashvili, R.Katsarava. Artificial polymers made of  α -amino acids – biomimetics of proteins. Proc. Georgian Nat. Acade. Sci. Biomed. Series, 46 (5-6) 357-369 (2020);
16. D. Kharadze,  T. Omiadze,  L. Kirmelashvili,  R. Katsarava. Biomimetics made of α-amino acids for biomedical use. Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders, ISBN: 978-1-68507-113-4. Proceedings of I. Beritashvili Center for Experimental Biomedicine - 2021" Third Book. Editors: N. Nachkebia and N. P. Mitagvaria © 2021, Chapter 7,   p.101-138,  Nova Science Publishers.