მოკლე ბიოგრაფია
ქეთევან კოლხიდაშვილი დაიბადა 1947 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ 1966 იგი ჩაირიცხა თბილისის სახ, უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1971 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოფიზიკის სექტორში ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი მეცნ. თანამშრომლის პოზიციაზე. 1986 წლიდან ბიოფიზიკის სექტორის ინსტიტუტად ჩამოყალიბების შემდეგ მ უშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ისტიტუტში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. 2010 წლიდან რამოდენიმე ინსტიტუტის ბაზაზე ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ჩამოყალიბების შემდეგ მუშაობს ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.
ქეთევან კოლხიდაშვილის არის 21 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, იგი არის 11სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე.
სამეცნიერო ინტერესების სფეროები
ქეთევან კოლხიდაშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს გენომის სტრუქტურა და ფუნქციები, კერძოდ, ეუკარიოტული უჯრედების ბირთვებში მიმდინარე პროცესები, ძირითადად ცილების პოსტტრანლიაციური მოდიფიკაცია, ბირთვული მატრიქსის სტრუქტურულ- ფუნქციური ორგანიზაციის შესწავლა. ბირთვული ფერმენტის პოლი(ADP-რიბოზა) პოლიმერაზას და ბირთვული მატრიქსების დნმ ტოპოლოგიის განმსაზღვრელი ფერმენტების დნმ-ტოპოიზომერაზაI და II-ის როლის შესწავლა ვირთაგვას თავის ტვინის და ღვიძლის უჯრედებში. ამ ფერმენტების შესწავლა პოსტემბრიონალური და ზრდასრული ვირთაგვების უჯრედების ბირთვებში და აგრეთვე მათზე სხვადასხვა ზემოქმედების (ჰიპერთერმია, რადიაციული დასხივება), მატრიქსთან ასოცირებულ საკვანძო ფერმენტებზე სსხვადასხვა ინჰიბიტორების, იონების და მიკროელემენტების გავლენის და ა.შ. შესწავლა.
შრომების სია 2010 წლიდან
1 .Tengiz Zaalishvili, Dina Margiani , Ketevan Kolkhidashvili, Ketevan Kutalia, Molecular Mechanism of PARP-1 Action: How Six Domains Form One Enzyme. Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and their Disorders, chapter27, pp . 363-383. Nova Science Publishers,Inc. 2016
2 T.Zaalishvili, K.Kutalia, K.Kolkhidashvili, D.Margiani, T.Eristavi. 2017. DNA Topoisomerase Activities of Nuclear Matrices Isolated by Different Slow (two days) and Fast (one day) Methods from Rat Liver. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences v 11, N 3. 125-131.
3. T.Zaalishvili, K.Kutalia, K.Kolkhidashvili, D.Margiani, T.Eristavi. 2020. Endonuclease Like Activity of DNA Topoisomerase II Associated with Nuclear Matrix at Low pH Value. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, v 14, N 3. 108-112.