მოკლე ბიოგრაფია
თინათინ ერისთავი დაიბდა 1950 წელს. სკოლის დამთავრების შემდე,გ 1966 იგი ჩაირიცხა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1971 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოფიზიკის სექტორში ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი მეცნ.თანამშრომლის პოზიციაზე.
1986 წლიდან ბიოფიზიკის სექტორის ინსტიტუტად ჩამოყალიბების შემდეგ მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ისტიტუტში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.
2010 წლიდან რამოდენიმე ინსტიტუტის ბაზაზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ჩამოყალიბების შემდეგ მუშაობს ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.
თინათინ ერისთავი არის 21 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, იგი არის 15 სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე.
სამეცნიერო ინტერესების სფეროები
თინათინ ერისთავი 1971-2006 წლებში იკვლევდა ჩონჩხის კუნთის ცილების (მიოზინი, აქტომიოზინი, აქტინი, ტროპონინი, ტროპომიოზინი) სტრუტურას, მათ ფუნქციებს, ATP-აზურ აქტივობებს, ფიზიკო-ქიმიური თვისებებს, მათ ურთი ურთიერთქმედებებს, მათზე გარემოს სხვადასხვა ცვლილებების (pH, იონური ძალა, ტემერატურა) ზემოქმედებას. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა სულფჰიდრული ჯგუფების ადგილმდებარეობის განსაზღვრა მიოზინის სუბფრაგმენტებზე.
ამჟამად თინათინ ერისთავის სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს გენომის სტრუქტურა და ფუნქციები, კერძოდ, ეუკარიოტული უჯრედების ბირთვებში მიმდინარე პროცესები, ძირითადად ცილების პოსტტრანლიაციური მოდიფიკაცია, ბირთვული მატრიქსის სტრუქტურულ- ფუნქციური ორგანიზაციის შესწავლა. ბირთვული ფერმენტის პოლი(ADP-რიბოზა) პოლიმერაზას და ბირთვული მატრიქსების დნმ ტოპოლოგიის განმსაზღვრელი ფერმენტების დნმ-ტოპოიზომერაზაI და II-ის როლის შესწავლა ვირთაგვას თავის ტვინის და ღვიძლის უჯრედებში.
შრომების სია 2010 წლიდან
1. რ.კუპატაძე, კ.ქურიძე, მ.სიმონიძე. თ.ერისთავი. 2011. “მიოზინის ღეროს კონფორმაციული ცვლილებების შესწავლა ზოგიერთი ფიზიკური ფაქტორის ზემოქმედებისას“. Georgia chemical journal 11(1) 48-52
2. N. Gachechiladze, J. Gogorishvili, R. Kupatadze, K. Kuridze, T. Eristavi, M. Zaalishvili. 2014 “The Influence of Smitin on Fermentative Activity of Actomyosin in Different Area Conditions”. Bulletin of the Georgian Acad. Sci., 8, N1, 89-93
3. Papidze G., Gachechiladse N. Axmetelashvili O, Eristavi T. 2015. On Peculiarities of Insect Functionali Distinguished Flight Muscles Structure. Bulletin of the Georgian National Academy of sciences v 9, N 1, 155-162
4. T.Zaalishvili, K.Kutalia, K.Kolkhidashvili, D.Margiani, T.Eristavi. 2017. DNA Topoisomerase Activities of Nuclear Matrices Isolated by Different Slow (two days) and Fast (one day) Methods from Rat Liver. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences v 11, N 3, 125-131.
5. T.Zaalishvili, K.Kutalia, K.Kolkhidashvili, D.Margiani, T.Eristavi. 2020. Endonuclease Like Activity of DNA Topoisomerase II Associated with Nuclear Matrix at Low pH Value. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences
6. R.Kupatadze, K. Kuridze, N. Gachechiladze,T. Eristavi, P.Toidze, Sh.Gogichaishvili, T.Zaalishvili, M. Zaalishvili. 2022. The Study of Transition of Giant Protein Smitin into Amyloid form by Means of Different Methods in vitro. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences v 16, N 4. 80-86.