ქეთევან გოგეშვილი

მეცნიერ თანამშრომელი, მაგისტრი

ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

ქეთევან გოგეშვილი, მეცნიერ-თანამშრომელი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სრული კურსი ბიოლოგიის (ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის) სპეციალობით 1996 წელს. 2000 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში უფროს ლაბორანტად. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლად.
2004-2006 წლებში ჩათული იყო აშშ-ს  სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF) საგრანტო პროექტში: „ცნობის მეხსიერების სისტემაში ინფორმაციის ჩაწერისა და ამოკითხვის ცერებრული მექანიზმები“. გრანტი NCB2-25-04-TB-03.
2008-2010 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინასნებულ საგრანტო პროექტში „სივრცითი ცნობითი მეხსიერების შედგენილი ბუნების ნეიროფიზიოლოგიური კვლევა“. გრანტი #258.
2017-2018 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო პროექტი: „ტყვიის (PB) ექსპოზიციის შორეული შედეგების და საპრევენციო პრეპარატის კვლევა“. გრანტი AR-19-1208
გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები/კვლევითი ინტერესები

ქეთევან გოგეშვილი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით დაკავებულია 2000 წლიდან. ამ პერიოდიდან მისი კვლევის სფეროა ქცევის ნეირობიოლოგიური მექანიზმები.
ექსპერიმენტული საქმიანობა დაიწყო ექსპერიმენტული ნევროლოგიის ს/კ ცენტრში მაძიებლის სტატუსით. აკად. ვაჟა ოკუჯავას ხელმძღვანელობით. ექსპერიმენტული ნევრილოგიის ს/კ ცენტრში მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესია ექსპერიმენტების ჩატარება კატებზე, სადისერტაციო თემის: „სივრცითი მხედველობითი მეხსიერების ქერქული მექანიზმების“ შესწავლის მიზნით. მიღებული შედეგები ასახულია გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში (Visual Recognition Memory in Cats: Effects of Massed vs. Distributed Trials. Vazha Okujava, Teimuraz Natishvili, Ketevan Gogeshvili...; Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 3, no. 2, 2009, pp. 168-172).
ამჟამად ქეთევან გოგეშვილი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელია. სამეცნიერო ჯგუფთან ერთად შეისწავლის ტრანსლაციური მედიცინის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მანგანუმური ენცეფალოპათია - მანგანუმური ინტოქსიკაციის ზოომოდელზე ქცევის სხვადასხვა გამოვლინების, ნევროლოგიურ სტატუსზე ზოგიერთ ნეიროპროტექტორის შესაძლო გავლენის, თავის ტვინის შესაბამისი ქერქვეშა სტრუქტურების ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, სხვადასხვა გენეზის სტერესტორის ზემოქმედების დროს მღრღნელებში გრუმინგის შედარებითი ანალიზი, რაც ემსახურება სტრესით გამოწვეული ნეირო-ენდოკრინული მარეგულირებელი მექნაიზმების დისფუნქციასთან ასოცირებული ცალკეული დაავადებების ეტიო-პათოგენების ახსნას.

პუბლიკაციები:

1. One-trial visual recognition memory in the cat: The role of the visual stimulus Parameters.V. Okujava, T. Natishvili, T. Bagashvili, T. Gurashvili, S. Chipashvili, K. Gogeshvili, G. Androkashvili, N. Vashakidze, M. Maisuradze. Georgian Journal of Neuroscienses, 1 (4), 2005, 13-18
© 2005
2. Special Recognition in Cats:Effects of Parahippocampal Lesions. Okudzhava VM, Natishvili TA, Gurashvili TT, Gogeshvili K.SH. Zh Vyssh Nerv Deiat Im, I.Pavlova. 2008 May-June, 58(3): 331-8. in Russian.
3. Special Recognition in Cats: Effects of Parahippocampal Lesions.Okudzhava VM, Natiashvili TA, Gurashvili TT, Gogeshvili KSh, Chipashvili SA, Bagashvili TI. Neurosci Behav Physiol. 2009 Sep; 39 (7): 613-8. Epub 2009 Jul 21.
4. Visual Recognition Memory in Cats: Effects of Massed vs. Distributed Trials.Vazha Okujava, Teimuraz Natishvili, Ketevan Gogeshvili, Thea Gurashvili, Senera Chipashvili,Tamila Bagashvili, Georgie Andronikashvili, Natela Okujava.Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 3, no. 2, 2009, pp. 168-172.
5. Slow Potential in the Rhinal Region of the Cat Brain Cortex related to visual Recognition Memory. V. M. Okujava, T.A. Natishvili, T. T. Gurashvili, S.A. Chipashvili, T.I. Bagashvili, G.T. Andronikashvili, G.G. Kvernadzem K.Sh. Gogeshvili and M.V. Okujava. Neurophysiology. Vol. 41, No. 4, pp. 327-335, July-August, 2009.
6. მანგანუმური ტოქსიკური ენცეპალოპათიის ექსპერიმენტული მოდელი. ნ.პაპუაშვილი, თ.ჯორბენაძე, თ.ბაგაშვილი, გ.ანდრონიკაშვილი, ს.ჭიპაშვილი, თ.გურაშვილი, ქ.გოგეშვილი, გ.კვერნაძე, მ.ოკუჯავა, ნ.ახობაძე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია, #5-6, ტ. 39, გვ. 221-226, 2013 
7. ტვინის ღეროს სმენითი გამოწვეული პოტენციალების გამოკვლევა თავის ტვინის შერყევის და ზოგიერთი ანთებითი პროცესის ნარჩენი მოვლენების პერიოდში. გ. კვერნაძე, გ. ანდრონიკაშვილი, ს. ჯიპაშვილი, თ. გურაშვილი, ქ. გოგეშვილი, ნ. ახობაძე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია, #5-6, ტ. 40, გვ. 221-226, 2014 
8. კვლევა მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის მოდელზე. გ.ანდრონიკაშვილი, თ.ბაგაშვილი, ნ.პაპუაშვილი, ს.ჭიპაშვილი, გ.კვერნაძე, გ.ოკუჯავა, თ.გურაშვილი, ქ.გოგეშვილი. თსუ, მეცნიერება #7, გვ. 55-57, 2015
9. EXPERIMENTAL MODELING OF MANGANESE TOXIC ENCEPHALOPATHY. G. Andronikashvili, T. Bagashvili, N. Papuashvili, S. Chipashvili, G. Kvernadze, M. okujava, T. Gurashvili, K. Gogeshvili. TSU, Science. №7, December 2015. pp. 55-57.
10. Экспериментальная модель отдалённых результатов экспозиции свинца. Патараиа Г.К., Багашвили Т.И., Андроникашвили Г.Т., Гурашвили Т.Т., Гогешвили К.Ш., Авалишвили М.Г. Медицинские Новости Грузии, №2 (263), 2017
11. მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის მექანიზმების ექსპერიმენტული და კლინიკური გამოკვლევები. გ. კვერნაძე, გ. ანდრონიკაშვილი, თ. ბაგაშვილი, მ. ოკუჯავა, თ. გურაშვილი, ნ. ახობაძე, ლ. მეკოშკიშვილი. საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის მაცნე. ბიომედიცინის სერია, #3-4, ტ. 44, გვ. 155-163, 2018 
12. ბარამბოს ნაყენის (Melissa Officinalis L.) მიღება ამცირებს შფოთვას ვირთაგვებში. მალხაზ მაყაშვილი, თამილა ბაგაშვილი, გიორგი ანდრონიკაშვილი, თეა გურაშვილი, ნინო ახობაძე, ქეთევან გოგეშვილი, მიხეილ ოკუჯავა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკად ემიის მაცნე. #3-4,  ტ. 46, გვ. 129-135, 2020 
13. შაკიკი, მოკლელატენტური სმენითი გამოწვეული პოტენციალების კლინიკური შესწავლა. გიორგი კვერნაძე, გიორგი ანდრონიკაშვილი, თეა გურაშვილი, ქეთევან გოგეშვილი, სენერა ჭიპაშვილი, ნინო ახობაძე, მიხეილ ოკუჯავა. საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის მაცნე. ბიომედიცინის სერია, #5-6,  ტ. 46, გვ. 255-263, 2020 
14. The anxiolytic effect of some plant extracts in clinical trials and animal models. Malkhaz Makashvili, Giorgi Andronikashvili, Tamila Bagashvili, Tea Gurashvili, Ketevan Gogeshvili, Tamar Nadiradze, Nino Akhobadze. World Journal Biology Pharmacy and health Sciences #05(03), pp 038-043, 2021