მოკლე ბიოგრაფია
მიხეილ ოკუჯავა არის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომლის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა 1994 წელს. 1994-1996 წლებში გადიოდა კლინიკურ ორდინატურას ნევროლოგიაში, თსსუ ნერვულ სნეულებათა კათედრაზე პროფ. ა. ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით. ამავე დროს მ. ოკუჯავა დაინტერესდა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით და 1995 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რენტგენორადიოლოგიის კურსი. 1995-1996 წლებში გადიოდა სტაჟირებას ნევროლოგიასა და ნეირორადიოლოგიაში სხვადასხვა საერთაშორისო ცენტრში (ნევროლოგიის ინსტიტუტი (ქ. მოსკოვი), ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი (მოსკოვი), რურის უნივერსიტეტის რადიოლოგიის ინსტიტუტი (ქ. ბოხუმი, გერმანია). მ. ოკუჯავა საქართველოში თანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის დანერგვის ერთ-ერთი პიონერია: 1995 წლიდან იგი მოღვაწეობდა სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2006 წელს - სადოქტორო დისერტაცია. 2000-2001 წლებში როგორც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიატი მუშაობდა მკვლევარად ბეთელის ეპილეფსიის ცენტრში (ბილეფელდი, გერმანია). 2004-2005 წლებში ატარებდა ერთობლივ კვლევებს შვეიცარიის ეპილეფსიის ცენტრის ფუნქციური ნეიროვიზუალიზაციის და ნეიროფსიქოლოგიის ჯგუფთან ერთად. 2007 წლიდან მოწვეული იქნა ლექტორად თსსუ-ში რეზიდენტურის პროგრამებში. 2017 წელს მიენიჭა თსსუ კლინიკის პროფესორის წოდება.
2012-2017 წლებში მიხეილ ოკუჯავა ხელმძღვანელობდა რადიოლოგიის დეპარტამენტსს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2010 წლიდან მოღვაწეობს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ნეირორადიოლოგიის და ნეირომეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელად.
2012 წლიდან არის ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის რადიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. მ. ოკუჯავა არის საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი რადიოლოგიის დარგში. მ. ოკუჯავა 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის და ერთი მონოგრაფიის ავტორია.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები
ნეირორადიოლოგია, ეპილეპტოლოგია, ფუნქციური ნეიროვიზუალიზაცია, რადიოლოგიური ბიომარკერები ნეიროონკოლოგიაში, ნეიროდეგენერაციული დაავადებების მორფომეტრიული კვლევა.
პუბლიკაციები:
1.Acute Disseminated Encephalomyelitis Following Chemoradiotherapy in an Adult Patient With Nasopharyngeal Cancer.Esakia T, Antia T, Janelidze M, Mariamidze A, Okujava M.Cureus. 2021 Mar 27;13(3):e14137
2.Makashvili M., Bagashvili T., Andronikashvili G., Gurashvili T., Akhobadze N., Gogeshvili K., Okujava M. Anxiolytic Effect of the Treatment with the Lemon Balm(Melissa Officinalis L.) Tincture in Rats. Nat.Acad.Sci.,Biomed.Series 2020,pp.129-135
3.Kvernadze G., Andronikashvili G., Gurashvili T., Chipashvili S., Gogeshvili K., Akhobadze N., Okujava M. Migraine, a clinical Study of the short-latency auditory evoked Potentials, Nat.Acad.Sci.,Biomed.Series 2020,pp.255-263
4.Co-occurrence of Gomez-Lopez-Hernandez syndrome and Autism Spectrum Disorder: Case report with review of literature.Kotetishvili B, Makashvili M, Okujava M, Kotetishvili A, Kopadze T.Intractable Rare Dis Res. 2018 Aug;7(3):191-195.
5.Makashvili M., Bagashvili T., Andronikashvili G., Gurashvili T.,Akhobadze N.,Gogeshvili K., Okujava M., Giunashvili L. Grooming,Rearing and Stretch-Attend Posture in Response to Fur Moistening in Albino Mongrel Rat Nova Science Publishers,USA, New York, 2018 pp.145-152
6.G. Kvernadze, G. Andronikashvili, T.Bagashvili, M. Okujava, T.Gurashvili, S.Chipashvili, K.Gogeshvili, N. Akhobadze, L.Mekoshvishvili, Experimental and Clinical Studies of Mn Toxic Encephalopathy Mechanism Preceedings of the Georgian National Academy of Sciences Biomedical Series Vol. 44,N3–4 2018 pp.155-163
7.Papuashvili N., Bagashvili T., Jorbenadze T., Andronikashvili G., Chipashvili S.,Okujava M.,Gurashvili T. Manganizm Systemic,Cellular and Molecular Mechanisms of Pysiological Functions and Their Disorders Nova Science Publishers 2016 pp.289-295
8. Eye movements in ephedrone-induced parkinsonism.Bonnet C, Rusz J, Megrelishvili M, Sieger T, Matoušková O, Okujava M, Brožová H, Nikolai T, Hanuška J, Kapianidze M, Mikeladze N, Botchorishvili N, Khatiashvili I, Janelidze M, Serranová T, Fiala O, Roth J, Bergquist J, Jech R, Rivaud-Péchoux S, Gaymard B, Růžička E.PLoS One. 2014 Aug 12;9(8):e104784
9. Rusz J, Megrelishvili M, Bonnet C, Okujava M, Brožová H, Khatiashvili I, Sekhniashvili M, Janelidze M, Tolosa E, Růžička E.J. A distinct variant of mixed dysarthria reflects parkinsonism and dystonia due to ephedrone abuse. Neural Transm (Vienna). 2014 Jun;121(6):655-64.
10.Papuashvili N., Jorbenadze T., Bagashvili T., Andronikashvili G., Chipashvili S., Gurashvili T.,Gogeshvili K., Kvernadze G., Okujava M., მAkhobadze N. The experimental model of manganum toxical encephalopathy. Proc. Georgian Nat.Acad.Sci.,Biomed.Series, 2013 vol.39,No5-6, 237-249
11.Okudzhava VM, Natishvili TA, Gurashvili TT, Chipashvili SA, Bagashvili TI, Andronikashvili GT, Kvernadze GG, Okudzhava MV. Visual recognition memory-related slow potentials in the rhinal region of the cat brein cortex. Neurophysiology 2009. vol.41, n.4,327-335.
12.Okudzhava VM, Natishvili TA, Gurashvili TT, Chipashvili SA, Bagashvili TI, Andronikashvili GT, Kvernadze GG, Mitaishvili TI, Okudzhava MV. One trial visual recognition in cats: the role of the rhinal cortex. Neurosci Behav Physiol. 2008 Jul;38(6):549-54.
13.Okudzhava VM, Natishvili TA, Gurashvili TT, Chipashvili SA, Bagashvili TI, Andronikashvili GT, Kvernadze GG, Mitaishvili TI, Okudzhava MV. [Onetrial visual recognition in cats: the role of the rhinal cortex] Zh Vyssh Nerv Deiat Im I P Pavlova. 2007 Jul-Aug;57(4):471-8. Article in Russian]
14.Schacher M, Haemmerle B, Woermann FG, Okujava M, Huber D, Grunwald T, Krämer G, Jokeit H. Amygdala fMRI lateralizes temporal lobe epilepsy. Neurology. 2006 Jan 10;66(1):81-7.
15. Okujava M, Schulz R, Hoppe M, Ebner A, Jokeit H, Woermann FG. Bilateral mesial temporal lobe epilepsy: comparison of scalp EEG and hippocampal MRI-T2 relaxometry. Acta Neurol Scand. 2004 Sep;110(3):148-538. Language lateralization by Wada test and fMRI in 100 patients with epilepsy.Woermann FG, Jokeit H, Luerding R, Freitag H, Schulz R, Guertler S, Okujava M, Wolf P, Tuxhorn I, Ebner A.Neurology. 2003 Sep 9;61(5):699-701
16.Okujava M, Ebner A, Schmitt J, Woermann FG. Cavernous angioma associated with ipsilateral hippocampal sclerosis. Eur Radiol. 2002 Jul;12(7):1840-2.
17. Okujava M, Schulz R, Ebner A, Woermann FG. Measurement of temporal lobe T2 relaxation times using a routine diagnostic MR imaging protocol in epilepsy. Epilepsy Res. 2002 Jan;48(1-2):131-42
18. Jokeit H, Okujava M, Woermann FG. Memory fMRI lateralizes temporal lobe epilepsy. Neurology. 2001 Nov 27;57(10):1786-93.
19. Jokeit H, Okujava M, Woermann FG. Carbamazepine reduces memory induced activation of mesial temporal lobe structures: a pharmacological fMRI-study. BMC Neurol. 2001 Dec 18;1:6
20. Okujava MV, Woermann FG. Evaluation of the human limbic lobe. Radiology. 2001 Aug;220(2):555-6