მოკლე ბიოგრაფია
ალექსანდრე თარხნიშვილი, დაიბადა ქალაქ თბილისში 17.08.1970. დაამთავრა წარჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ბიოფიზიკის სპეციალობით 1993 წელს. სწავლის დროს მე მუშაობდა ჯერ ბიოფიზიკის კათედრაზე ლაბორანტად (1989–1991 წლებში) და იკვლევდა ლიპიდურ ცვლას ჰეპატოციტებში კარცინოგენეზის დროს. შემდგომ მუშაობდა რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში (1991–1993წ), კვლევის თემა: „იმობილიზაციის გავლენა გულის რიტმის ვარიაბელობაზე“, რაც გახდა მისი სადიპლომო ნაშრონის თემა. ამავე ცენტრში 1993 წელს ჩაააბარა ასპირანტურაში და გახდა აკადემიკოს კ. ნადარეიშვილის ასპირანტი (თემა: „სუპერლეტალური რადიაციის გავლენა გულის რიტმის ვარიაბელობაზე“).
ოჯახური მიზეზების გამო 1994 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში და შესაბამისად მოუწია ასპირანტურის დატოვება. უცხოეთში მუშაობდა ჯერ ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და რამბამის სამედიცინო ცენტრის ერთობლივ კლინიკური ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერ–მკვლევარად (1996–2000წ). სამუშაო მოიცავდა კვლევებს ნეიროლოგიაში, ავტონომური ნერვული სისტემის ფუნქციონირების შესწავლას. შემდგომ მუშაობდა იერუსალიმის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის კათედრაზე (2000–2002წ). კვლევის თემა: მოწინავე ფიზიკო–ქიმიური მეთოდები ბიომედიცინაში (NSOM, dielectric spectroscopy და სხვა). 2003 წლიდან მუშაობდა ჰაიფის უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიაში გრძელვადიან პოტენციაციაზე (LTP) ჰიპოკამპში და მის გავლენაზე შემდგომ ჰიპერპოლარიზაციაზე (AHP), სტრესის დროს. 2006 წელს ჩააბარა MSc-PhD პროგრამაზე ისრაელის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე, თავისივე შეთავაზებულ თემით: „მექანო–ელექტრიკული ურთიერთქმედება აღგძნებად უჯრედების მემბრანებში“. 2008 წლიდან მუშაობდა ვირტუალური რეალობის და ნეიროკოგნიციის ლაბორატორიაში, რომელიც ისრაელის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ეკუთნოდა. კვლევების ძირითადი თემა იყო ვირტუალური რეალობის გავლენა ფსიქოფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე.
2011–2014 წლებში მუშაობდა ჰაიტექ კომპანია “Singer instruments and control”–ში რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სამედიცინო და სამხედრო დანიშნულების მოწყობილობებს. 2014–2015 წლებში იყო მთავარი მკვლევარი ”Ginero solution” -ში – აგრეთვე ჰაიტექ კომპანიაში, რომლის ერთერთი ამოცანა იყო გლუკოზის სისხლში შემცველობის ოპტიკური სენსორის შექმნა.
2016 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, რადიობიოლოგიის ლაბორატორიაში. კვლევის ძირითადი თემა გულის რიტმის ვარიაბელობა როგორც ავტონომური ნრევული სისტემის მდგომარეობის მარკერი.
2019–2020 წლებში აგრეთვე მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ქიმიურ რისკ ფაქტორების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. ძირითადი თემები: UNICF –ის კონსულტირება სათანადო აპარატურის შეძენაში და ლაბორატორიის ჩამოყალიბება.
ძირითადი სამეცნიერო ინტერესები
მოწინავე ფიზიკო–ქიმიური მეთოდები ბიომედიცინაში, ავტონომური ნერვული სისტემის ფსიქოფიზიოლოგიური მარკერები (გულის რიტმის ვარიაბელობა, კანის გალვანური რეაქცია და სხვა), ულტრაბგერითი გამოსხივების გავლენა ნერვულ სისტემაზე და მის ჩამოყალიბებაზე.
პუბლიკაციები:
1. Dror Lev, Roman Rozengurt, Tami Gelfeld, Alex Tarkhnishvili, and Miriam Reiner
2. Euro Haptics 2010, Part II, LNCS 6192, pp. 432--437. Springer, Heidelberg (2010)
3. The Effects of 3D Collocated Presentation of Visuo-haptic Information on Performance in a Complex Realistic Visuo-motor Task
4. Y.Vardi, J.Bernabe, A.Dashkovsky, A.Tarkhnishvili, Z.Rogowski, F.Guliano, D.Yarnitsky“Electrical activity from rat corpora is affected by pharmacological but not mechanical Intracorporal manipulation” E. J. of Physiology (Pfluger Arch) 436 (1998) 6, 882-886
5. G.Sh. Davitaya, R.Z. Kotaria, A.A.Tarkhnishvili “The influence of prostaglandins of the rat liver cell microsomal fatty acid content under benzo(a)pyrene- induced carcinogenesis” Bulletin of the Academy of Sciences of Republic Georgia SSR, 136 N2, 1989, 429-432
6. G.Sh. Davitaya, D.V.Gamrekeli, A.A.Tarkhnishvili, R.Z.Kotaria, K.G.Chavchanidze
“Investigation of the mechanisms of benzo(a)pyrene interactions with prostaglandins” Bulletin of the Academy of Sciences of Republic Georgia SSR, 136 N3, 1989, 665-667
7. G.Sh. Davitaya, B.S.Tcereteli, A.A.Tarkhnishvili, R.Z.Kotaria, N.V. Talakvadze
“Investigation of some xsenobiotics influence on the microsomal membranes cytochrome p-450” Bulletin of the Academy of Sciences of Republic Georgia SSR, 147 N2, 1993, 299-302
8. K.Nadareishvili, R.Gvetadze, G.Ormotsadze, I.Megreladze, A.Tarkhnishvili, M.Khurtsia, I.Meskhishvili, M.Gvasalia, I.Maisuradze “Dynamics of cardiac rhythm changes during superlethal x-irradiation in anesthetized by nembutal rats” - Radiation Studies by Scientific Center of Radiobiology and Radiation Ecology of National Academy of Sciences and Ecological Scientific Society of Republic Georgia vol. N7, 1994, 5-33