ავტობიოგრაფია
ხათუნა დონდოლაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პიერ და მარი კიურის სახელობის პარიზის მე-6 უნივერსიტეტში (სპორტული მედიცინა), შემდეგ უკვე დენის დიდროს სახელობის უნივერსიტეტში (სოციალური დაცვა) და ახალი სორბონას უნივერსიტეტში (პარიზი -3) ევროპული სწავლებები (მაგისტრატურა). 2016 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. 2016 წლიდანვე არის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. მოწვეული ლექტორი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში.
სამეცნიერო ინტერესის სფერი:
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, იგი მუშაობდა არამაიონიზირებელი რადიაციის ორგანიზმზე გავლენის შესწავლის მიმართულებით, კერძოდ: ნეიროჰორმონ გრელინის გავლენას ქცევაზე, მეხსიერებაზე (მოკლე და გრძელვადიანი, დადებითი და უარყოფითი სტიმულის არსებობისას), ემოციაზე (შფოთვა, სტრესი). კვლევები ჩატარდა ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შესასწავლად.
ელექტომაგნიტური ველის პირობით-რეფლექსურ მეხსიერებაზე გავლენის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ემვ სხვადასხვაგვარად მოქმედებს მეხსიერებაზე დადებითი და უარყოფითი გამღიზიანებლის შემთხვევაში.
განსხვავებულია მეხსიერება და ნეიროჰორმონოლოგია აგრესიული და არააგრესიული ცხოველების შემთხვევაშიც. სადაც შესწავლილი იყო მეხსიერება, ყურადღება და კონცენტრაცია. მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ ელექტრომაგნიტურის სტრესის დროს მეხსიერების დაქვეითების კლინიკური სურათის საფუძველი ყურადღებისა და კონცენტრაციის დარღვევაა.
ბოლოს ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ საყოფაცხოვრებო პირობებში, მიკროტალღური ღუმელის ირგვლივ წარმოქმნილი მიკროტალღური რადიაცია მოქმედებს ცხოველის ქცევაზე, წონაზე და ცვლის სტრესის ჰორმონის (კორტიზოლი) კონცენტრაციას სისხლში.
პუბლიკაციები:
• ხათუნა დონდოლაძე, მარინა ნიკოლაიშვილი, დავით ზურაბაშვილი,გოგი ჯიქია, თეა მუსელიანი; მიკროტალღური ღუმელიდან გამოსული მიკროტალღური რადიაციით გამოწვეული კორტიზოლისა და ქცევის ცვლილებები; მედიქალ ნიუსი; 2020
• ხათუნა დონდოლაძე, მარინე ნიკოლაიშვილი, თეა მუსელიანი, გოგი ჯიქია, დავით ზურაბაშვილი; ელექტრომაგნიტური ველის გავლენა პირობით-რეფლექსურ მეხსიერებაზე; NeuroQuantology 2018
• ხათუნა დონდოლაძე, მარინე ნიკოლაიშვილი, თეა მუსელიანი, გოგი ჯიქია, დავით ნადარეიშვილი; ელექტრომაგნიტური სტრესის გავლენა აგრესიული და არააგრესიული ვირთაგვების მეხსიერებაზე; Systemic, Cellular and Molecular Mechanisms; 2018
• ხათუნა დონდოლაძე, ლელა ბულისკერია, მარინა ნიკოლაიშვილი, დავით ზურაბაშვილი ელექტრომაგნიტური გარემოში მომუშავე პირებში გრელინის მოქმედება მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე; ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2016
• ხათუნა დონდოლაძე,მარინა ნიკოლაიშვილი, დავით ზურაბაშვილი; მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა გრელინის რაოდენობის ცვლილებასა და ცხოველის მეხსიერებაზე; ევროპული სამეცნიერო ჟურნალი 2016
• ხათუნა დონდოლაძე, მარინა ნიკოლაიშვილი, დავით ზურაბაშვილი,სალომე ზენაიშვილი; ელექტრომაგნიტური ველის, როგორც სტრეს-ფაქტორის გავლენა ოფისში მომუშავე მდედრობითი სქესის პირების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე; ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2015