მოკლე ბიოგრაფია
შრომების სია 2000 წლიდან:
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ლეილა წაქაძის სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო 1969 წლიდან ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიაში ჯერ ასპირანტის, ხოლო 1972 წლიდან (საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ) უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის რანგში. 1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და დღევანდელ დღემდე მუშაობას განაგრძობს მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მემბრანოლოგიის განყოფილებაში. გამოქვეყნებული აქვს 58 სამეცნიერო პუბლიკაცია, 9 საენციკლოპედიო სამეცნიერო სტატია, არის სამი სახელმძღვანელოს (ტესტური სახემძღვანელო ბიოქიმიაში 2015, ბიოქომია 2013, მემბრანოლოგია 2004), რედაქტორი, ერთი სადოქტოროს და ხუთი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი, მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო, საკავშირო და საქართველოში ჩატარებულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, როგორც ორგკომიტეტის წევრი და მომხსენებელი. ძირითადი სამეცნიერო თემა, რომლის დამუშავებასა და შესრულებაში აქვს მიღებული მონაწილეობა: 1. ჟანგვა აღდგენითი პროცესების როლი Na,K-ATPაზური სისტემის ფუნქციონირებაში; 2. ნეიროტრანსმიტერების როლი სინაფსური გადაცემის მექანიზმში. სინაფსური ფაქტორის აღმოჩენა და ეფექტის შესწავლა. 3. ანიონებით აქტივირებული (Cl-, HCO3-, NO3-, SO42-) Mg-დამოკიდებული ATPაზების მოქმედების მექანიზმის შესწავლა. ამჟამად ექსპერიმენტული მუშაობა გრძელდება ანიონდამოკიდებული ATPაზების მარეგულირებელი ფაქტორების მექანიზმის შესწავლაზე. ლეილა წაქაძე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას (სალექციო კურსი ზოგადი და სამედიცინო ბიოქიმია, მემბრანოლოგია და ბიოტექნოლოგია).
აღმოჩენილია კავშირი თავისუფალი რადიკალების (FR) დონის ცვლილებასა და Na,K-ATPაზური სისტემის მუშაობას შორის: ფერმენტის თვისობას სატრანსპორტო იონების მიმართ განსაზღვრავს red-ox სისტემა და სარეაქციო არის pH-ოპტიმუმი. ფიქრობენ, რომ FR გენერაცია აჩქარებს დაბერებისა და მთელი რიგი პათოლოგიური პროცესების განვითარებას. FR მომატება იწვევს Na,K-ATPაზური სისტემის ინჰიბიციას. შესაძლებელია ფერმენტის მოლეკულა წარმოადგენს დამჟანგველების უშუალო სამიზნეს. გასარკვევია ფერმენტის იზომერული ფორმებიდან FR-ის ზემოქმედების მიმართ რომელი ხასიათდება მაღალი SH-მგრძნობელობით, ასევე სელექტიური ინჰიბიტორის (ოუაბაინის) მიმართ მაღალი თვისობით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Na,K-ATPაზას იზოზიმების ექსპრესია ამჟღავნებს ქსოვილოვან და სახეობრივ სპეციფიკურობას და არაერთნაირია ონტოგენეზში (იონთა სტოქიომეტრია, იონთა თვისობის ცვლილება, რეჟიმების ცვლილება, ფერმენტის მოლეკულაში, SH-ჯგუფების დონის განსაზღვრა ნატიურ და FR-ით ციტრაციის შემდეგ და სხვ.).
შრომების სია 2000 წლიდან:
1. Na,K-ATPase and ROS hormesis. Gvantsa Chkadua, Eka Nozadze, Leila Tsakadze, Lia Shioshvili, Nana Arutinova, Marine Leladze, Sophio Dzneladze. Proc. Georgian Nat. Acad. Sci., Biomed. Ser. 2020, vol.46, N 5-6
2. Cl-anion activated ATPase. Sopio Dzneladze, Leila Tsakadze, Eka Nozadze, Lia Shioshvili, Marine Leladze, Nana Arutinova, Tamar Djariashvili, Gvantsa Chkadua. The Journal of Biological Physics and Chemistry, pp. 37-40. 2020
3. pChMB ზეგავლენა ტრანსპორტულ ATPაზებზე. ლეილა წაქაძე, ეკატერინე ნოზაძე, ლია შიოშვილი, მარინე ლელაძე, ნანა არუთინოვა, სოფიო ძნელაძე, სოფო კუპრაძე, გვანცა ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, 2019, ტ.45 #1-2.
4. ოუაბაინის ზეგავლენა მაგნიუმ-დამოკიდებულ Ca2+ და HCO3--ით აქტივირებულ ATPაზებზე ვირთაგვას თავის ტვინის სინაფსური მემბრანების ფრაქციაში. მ. ლელაძე, ლ. წაქაძე, ე. ნოზაძე, ლ. შიოშვილი, ნ. არუთინოვა, ს. ძნელაძე, ს.კუპრაძე. გ. ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, 44, #5-6, 2018.
5. Zn2+ depended Mg-ATPase activity. G. Chkadua, L. Tsakadze, E. Nozadze, M. Leladze, S. Dzneladze, L. Shioshvili, N. Arutinova, S. Kupradze . Systemic and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders (Proceedings of Iv. Beritashvili Center for Experimental Biomedicine-2018) Nova Science
6. მძიმე მეტალების (Cd, Pb) ზეგავლენა Cl-ATP-აზაზე ვირთაგავას თავის ტვინის სინაფსური მემბრანების ფრაქციაში. ს. კუპრაძე, ლ. წაქაძე, ე. ნოზაძე, ლ. შიოშვილი, მ. ლელაძე, ნ. არუთინოვა, ს.ძნელაძე, გ. ჭკადუა საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, ტ. 43, # 5-6, 2017.
7. მძიმე მეტალების გავლენა Na,K-ATP-აზურ და Mg-ATP-აზურ სისტემებზე. გ. ჭკადუა. ე. ნოზაძე, ლ. წაქაძე, ლ. შიოშვილი, მ. ლელაძე, ნ. არუთინოვა, ს. ძნელაძე, თ. ჯარიაშვილი, ს. კუპრაძე. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, ტ.43, #1-2, 2017.
8. Kinetic Features of Transport ATPases. E. Nozadze, L. Shioshvili, L. Tsakadze, N. Arutinova, M. Leladze, S. Dzneladze, G. Chkadua. Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders (Proceedings of Iv. Beritashvili Center for Experimental Biomedicine-2015). Nova Science Publishers, Inc. New York, 2016.
9. Mg,H-CO3-ATPაზური აქტიობის ცვლილება ვირთაგვის თავის ტვინის მემბრანულ ფრაქციებში სუსტი სტრესოგენული ფაქტორის ზემოქმედებით. ლ.წაქაძე და სხვა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ. სერია, ტ.42, #3-4, 2016.
10. ჰორმეზისის მოვლენის შესწავლა Na,K-ATP-აზური სისტემის აქტიობაზე. ლ. წაქაძე, ე. ნოზაძე, ლ. შიოშვილი, მ. ლელაძე, ნ. არუთინოვა, ს. ძნელაძე, გ. ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 41, #3-4, გვ.181-185, 2015.
11. Molecular mechanism of Mg-ATPase activity. E. Nozadze, N. Arutinova, L. Tsakadze, L. Shioshvili, M. Leladze, S. Dzneladze, G. Chkadua. The Journal of Membrane Biology. 248(2):295-300, 2015.
12. Comparative analysis of Mg- dependent and Mg- independent HCO3-ATPases. S. Dzneladze, L. Tsakadze, M. Leladze, E. Nozadze, L. Shioshvili, N. Arutinova, G. Chkadua. The Journal of Membrane Biology. 248 (1): 53-8. 2015.
13. Mg-ATPაზას გამოკვლევის ზოგიერთი საკითხი. ე. ნოზაძე, ნ. არუთინოვა, ლ. წაქაძე, ლ. შიოშვილი, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე, გ. ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 40, #3-4, გვ.159-163, 2014.
14. NO3- და SO42- - ანიონებითაქტივირებული Mg–დამოკიდებული ATP-აზა. ლ. წაქაძე, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე, გ. ჭკადუა. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 39, #1-2, გვ. 69-73, 2013.
15. The Study of Anion-Activated ATPases Relation. M. Leladze, S. Dzneladze, L. Tsakadze, T. JariaSvili. Proc. Geogian Nat. Acad. Sci., Biomed. Series, vol. 38, No 5-6, pp. 305-308, 2012.
16. Mg-dependent HCO3 –ATPase is a P-type transporting ATPase. L. Tsakadze, M. Leladze, S. Dzneladze, Z. Kometiani. Journal of Biological Physics and Chemistry 12, No3, 113-115, 2012.
17. Cl anion-dependent Mg-ATPase. Sopio Dzneladze, Leila Tsakadze, Marina Leladze, Zurab Kometiani. The Journal of Membrane Biology. 245:0 151-156, 2012.
18. ARL67156*-ის გავლენა Mg-არადამოკიდებულ HCO3-ანიონებითაქტივირებულ ATPაზურ რეაქციაზე. ლ. წაქაძე, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე, ზ. ქომეთიანი. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 37. #1-2. გვ. 113-117, 2011.
19. HCO3-იონებით აქტივირებული Mg-დამოკიდებული ATPაზა. ლ. წაქაძე, მ. ლელაძე, ს. ძნელაძე. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 35. #1-2, გვ. 121-124, 2009.
20. Cl-ATPაზა: ვირთაგვას თავის ტვინის პლაზმური მემბრანის ტრანსპორტული ATPაზა. ს. ძნელაძე. მ. ლელაძე. ლ. წაქაძე. საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, ბიომედ სერია, ტ. 35, #1-2, გვ.117-120, 2009.
21. Mg-independent HCO3-ATPase. L. Tsakadze, S. Dzneladze, Z. Kometiani. Proc. Georgian Acad. Sci., Biol. Ser. B. Vol. 5. No 2, p. 9-13, 2007.
22. Molecular mechanisms of Mg-independent HCO3- ATPase. L. Tsakadze, S. Dzneladze, Z. Kometiani. Proc. Georgian Acad. Sci., Biol. Ser. B. Vol. 5. No 3-4, p. 5-7, 2007.
23. Ca-ATPაზას გამოკვლევის ზოგიერთი საკითხი. ლ. წაქაძე, ნ.არუთინოვა, ე.ნოზაძე . საქ. მეცნ. აკად. მაცნე, სერ. ბიოლ.A, 2004. ტ30, N5, გვ.743-747
24. Molecular mechanism of Ca-ATPase. N. Arutinova, L.Tsakadze, Z.Kometiani. Georgian Journal of Neurlosciences, 2002, 1-2, 23-33
25. Some aspects related to the regulation of Ca-ATPase synaptic membranes. N. Arutinova, L.Tsakadze. Bull. of Georgian Academy of Sciences, 2003, 167, N3, 526-529
26. Ca2+-ATPაზა განაწილება სუბუჯრედულ ფრაქციებში და pH-ის ზეგავლენა. ნ.არუთინოვა, ლ.წაქაძე. საქ.მეცნ.აკად.მაცნე, ბიოლოგიის სერია A, 2003, 29, 5-6, 529-534