მოკლე ბიოგრაფია
მაია ბურჯანაძემ 1973 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით – „ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია“. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „უმდაბლესი მაიმუნების მიერ მოკლევადიან მეხსიერებაზე ტესტების შესრულების ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი“. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრში. ამჟამად ის არის ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ძირითადი კვლევითი საკითხებია: ნეიროფსიქოლოგიური მეთოდოლოგიის გამოყენებით მეხსიერებისა და დასწავლის სხვადასხვა ფორმის კვლევა; სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით მიღებულ ნეიროდეგენერაციული დაავადებების და ნეიროგანვითარების დარღვევების (ალცჰაიმერის დაავადება, აუტისტური სპექტრის დარღვევა) ცხოველურ მოდელებში და დაბერების ცხოველურ მოდელში ქცევითი და ასევე სტრუქტურული და ნეიროქიმიური ცვლილებების კვლევა ჰიპოკამპსა და პრეფრონტალურ ქერქში; მედიალური სეპტუმის ტვინის ღრმა ელექტრული სტიმულაციის ეფექტების კვლევა ჰიპოკამპის მორფოლოგიასა და ნეიროქიმიაზე და მეხსიერების ფუნქციაზე კოგნიტიური ფუნქციის დარღვევის მქონე ვირთაგვებში.
მაია ბურჯანაძე არის რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მონაწილე ქცევით ექსპერიმენტებში წამყვანი მკვლევარის სტატუსით, ამასთან იგი არის ორი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. იგი ასევე ასრულებს მენტორის ფუნქციას ახალგაზრდა მეცნიერების ორ პროექტში. გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. იგი მონაწილეა 18-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის. ის არის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის, ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) და ევროპის ნეირომეცნიერთა ასოციაციების ფედერაციის (FENS) წევრი. გარდა სამეცნიერო კვლევებისა, მას აქვს აკადემიური გამოცდილება - მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს „ქცევათმეცნიერებაში“ საქართველოს რიგ სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებში.
სამეცნიერო ინტერესები/კვლევითი ინტერესები
• ნეირომეცნიერება;
• ქცევა;
• მეხსიერების ფუნქცია;
• ნეიროდეგენერაციული დაავადებები და ნეიროგანვითარების დარღვევები;
• ნეიროდეგენერაციული დაავადებების და ნეიროგანვითარების დარღვევების ცხოველური მოდელები;
• ტვინის ღრმა სტიმულაციის ეფექტები ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე.
რჩეული პუბლიკაციები:
1. Kruashvili L, Naneishvili T., Dashniani M., Burjanadze M., Chkhikvishvili N., Chighladze M.. Environmental enrichment improves behavioral abnormalities in rats prenatally exposed to valproic acid. Bull. Georg. Natl. Acad. Sci., vol. 17, no. 3, 2023, 81-86.
2. Chighladze M., Naneishvili T., Dashniani M., Chkhikvishvili N., Kruashvili L, Beselia G., Burjanadze M. Deep brain stimulation of the medial septum improves okadaic acid-induced impairment of spatial working memory and restores the cholinergic activity in the hippocampus. Bull. Georg. Natl. Acad. Sci., vol. 17, no. 4, 2023, 97-103.
3. Kandashvili M., Gamkrelidze, G. Tsverava L., Lordkipanidze T., Lepsveridze E., Lagani V., Burjanadze M., Dashniani M., Kokaia M.and Solomonia R.. Myo-Inositol Limits Kainic Acid-Induced Epileptogenesis in Rats. Int. J. Mol. Sci. 2022, 23(3), 1198.
4. Burjanadze M., Dashniani M., Solomonia R., Beselia G., Tsverava L., Lagani V., Chkhikvishvili N., Naneishvili T., Kruashvili L. and Chighladze M. Age-related changes in medial septal cholinergic and GABAergic projection neurons and hippocampal neurotransmitter receptors: relationship with memory impairment. 2022, Experimental Brain Research 240 (5), 1589-1604
5. Dashniani M., Naneishvili T., Burjanadze M., Chkhikvishvili N., Kruashvili L., Chighladze M. Age-Related Alterations of Spatial Memory in Rat Model of Autism Induced by Valproic Acid. Bull. Georg. Natl. Acad. Sci., vol. 16, no. 4, 2022, 93-96
6. Beselia G., Chkhikvishvili N., Burjanadze M, Revaz O. Solomonia, Maia Meparishvili, Barbare Nozadzea, Sulkhan Asanidzea, Aleksandre Nemsitsveridze, and Manana G. Dashniani. Modulation of prefrontal cortex function by basal forebrain cholinergic and GABAergic neurons at the behavioral and molecular level. NeuroReport 2021, 32:882–887
7. Dashniani M.G., Chighladze M. R., Solomonia R. O., Burjanadze M. A., Kandashvili M., Chkhikvishvili N. C., Beselia G. V. and Kruashvili L. B. Memantine treatment prevents okadaic acid induced neurotoxicity at the systemic and molecular levels. NeuroReport, 2020, Vol 31 No 4, 281–286.
8. Dashniani M.G., Burjanadze M.A., ChkhikvishviliN.C., Solomonia R.O., KandashviliM., Naneishvili T.L, BeseliaG.V., Kruashvili L.B.,ChighladzeM.R., “Modulation of spatial memory and expression of hippocampal neurotransmitter receptors by selective lesion of medial septal cholinergic and GABAergic neurons” Exp Brain Res 238, 2385–2397 (2020).
9. Dashniani M., Beselia G., Burjanadze M., Chkhikvishvili N., Kruashvili L., Chighladze M., Naneishvili T., Neuroprotective effects of chronic memantine treatment on okadaic acid (ICV) induced neurotoxicity at behavioral, structural and molecular levels in rats. Nova science publishers, New York, USA, (23-41) 2018
http://science.org.ge/bnas/vol-11-1.html
10. Dashniani M., Burjanadze M., Demurishvili M., Chkhikvishvili N., Beselia G., Kruashvili L., Pochkhidze N., Naneishvili T., Kh. Rusadze. Spatial memory impairments following excitotoxic lesions of the basal forebrain noncholinergic neuronal ensembles. Nova science publishers, New York, USA, (13-29), 2015.
11. M. G. Dashniani, M. A. Burjanadze, T. L. Naneishvili, N. C. Chkhikvishvili, G. V. Beselia, L. B. Kruashvili, N. O. Pochkhidze, M. R.Chighladze. Exploratory behavior and recognition memory in medial septal electrolytic, neuro- and immunotoxic lesioned rats. Physiological Research, 2015, 5 (64), 755-767