პროფ. მაკა მანწკავა დაიბადა 1970 წ. 5 ივნისს ქ. თბილისში.
მთელი მისი შეგნებული ცხოვრება მოანდომა რეოლოგიის შესწავლას. რეოლოგია არის მყარი სითხეების, სუსპენზიების გადაადგილების კანონზომიერების შემსწავლელი ფუნდამენტური მეცნიერება და ბიოტექნოლოგიური დარგი. ეს არის კრეპსიტი მიმართულება,
რომელიც აერთიანებს ფიზიოლოგიურ, პათფიზიოლოგიურ, ტექნოლოგიურ, ფამაცევტულ, მათემატიკურ, საინჟინრო, პროგრამულ, კლინიკურ და სხვ. კვლევებს. მისი სამეცნიერო კვლევების ფარგლებში ჯერ, როგორც ფიზიკოსი, ჰოლო, შემდგომ, როგორც კლინიკური რეოლოგი, იკვლევს სისხლში, პლაზმასა და ლიქვორში რეოლოგიურ მახასიათებლებს, მათ როლს ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნა და განვითარებაში.
სამეცნიერო მიმართულებებია: ბიოსამედიცინო ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები.
კვლევითი მიმართულებები: რეოლოგია, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
ფუნდამენტური კომპონენტები: რეოლოგიური თავისებურებანის შესწავლა კარდიოვასკულური, ნევროგენული დაავადებების დროს. რეოლოგიის როლის დადგენა პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის გართულებების ჩამოყალიბებისას. ონკოლოგოიიური დიაგნოზების დროს რეოლოგიური სისტემის როლის დადგენა. ჰერონტოლოგიური და რეოლოგიური მდგენელის ურთიერთკავშირის პათოფიზიოლოგიური შეფასება ჯანმრთელებსა და მოხუცებში. რეოლოგიური სისტემის მონაწილეობა ჰესტოზების ჩამოყალიბებაში და სხვ.
გამოყენებითი კომპონენტები: კვლევების დაგეგმვა/განხორციელება, ექსპერტიზა, მეცნიერების პოპულარიზაცია და ინტერნაციონალიზმი, ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა. ახალი სადიაგნოსტო მეთოდების დამუშავება, კლინიკებში დანერგვა, ჰემორაგიული შოკის ახალი კლასიფიკატორის შემუშავება, კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა
სწავლა/სწავლების, დახელოვნების კომპონენტი (უწყეტობა): სამედიცინო სწავლების, ბიოინჟინერიის პროგრამების თანაავტორი. „სამეცნიერო უნარები”, “სამეცნიერო მსჯელობა”, “კვლევის მენეჯმენტი”-ის სიპაბუსების ავტორი. სამედიცინო პერსონალის გადასწავლების და დახელოვნების აკრედიტირებული პროგრამების ავტორი, კლინიკური ჰემორეოლოგიის მიმართულებით სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები. 10-ზე მეტი სადოქტორო პროგრამის ავტორი. 20-ზე მეტი საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი.
სტრატეგიული დაგეგმარება: ახალი დაიგნოსტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის ფორმირება, სტრატეგიული გეგმის შექმნა, სსიპ-ის ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა; პირველი ბიოსამედიცინო კლასტერის შექმნა; ააიპ-ს ფორმატის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურის შექმნა, მისიის წარდგენა საერთაშორისო ბორდზე; სამხედრო ექიმის დეფინიციის აღმდგენი ღონისძიებების გატარება (უწყებათაშორისი პროექტის ხელმძღვანელია), არის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის “Biomedical and Medical Sciences”-ს მთავარი რედაქტორი.
მიღწევები: არის 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 7 სამეცნიერო წიგნის, 200-ზე მეტი სამეცნიერო თეზისის ავტორი, არის მულტიდისციპლინური სამეცნიერო უმაღლესი სკოლის დამაარსებელი, ააიპ რეოლოგთა საზოაგდოების პრეზიდენტი, ყოველწლიური საერთაშორისო მულტოდისციპლინური კონფერენცია აკრონიმით BIOMED-ის მთავარი ორგანიზატორი, რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძრვანელი. მისი h-ინდექსია (Scopus 5); ციტირების ინდექსი 1350; h-ინდექსი 19; i10- ინდექსი 33 (Google Scholar).