გამოჩენილი ქართველი ნეირომორფოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ არჩილ მიქელაძის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ნეირომორფოლოგთა ჯგუფი, რომელსაც 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა არჩილ მიქელაძე. მან შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები – გულნარა კიკნაძე, ელეონორა ძამოევა, ინგა კაკაბაძე, მზია ჟვანია, ანა ციციშვილი, ელენე მხეიძე, ილია ლაზრიშვილი, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცნს–ის სხვადასხვა უბნის ნეირონული ორგანიზაციისა და მონოსინაფსური კავშირების ბატონი არჩილის ხელმძღვანელობით წარმოებულ გამოკვლევებში. ამ პერიოდში დადგენილ იქნა, რომ დიდი ჰემისფეროების შუბლის წილებს, კერძოდ პრორეალურ ხვეულს ახასიათებს აფერენტული და ეფერენტული მონოსინაფსური კავშირები როგორც ქერქის სხვადასხვა ზონებთან, ასევე ქერქქვეშა წარმონაქმნებთან.
1964 წელს ი. ბერიტაშვილის მოთხოვნით ინსტიტუტმა შეიძინა იაპონური ელექტრონული მიკროსკოპი, რომელიც არჩილ მიქელაძის ჯგუფს გადაეცა. ამ პერიოდიდან საქართველოში პრაქტიკულად პირველად დაიწყო ბიოლოგიური სისტემების, კერძოდ ნერვული სისტემის, ნატიფი სტრუქტურის სისტემატიური კვლევები. გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ცნს–ის ცალკეული უბნების ულტრასტრუქტურული ორგანიზაციის თავისებურებანი, არ იყო იდენტიფიცირებული ნეირონებისა და გლიის უჯრედების ტიპები, არ იყო ცნობილი სხვადასხვა სახის სინაფსებისა და არასინაფსური სპეციალიზებული კონტაქტების არსებობა. ამიტომ, ჯგუფის წევრები სამეცნიერო მოღვაწეობის საწყის ეტაპზე შეისწავლიდნენ ნეირონების, სინაფსების და ნეიროგლიის ულტრასტრუქტურას ნორმის პირობებში, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნული სტრუქტურების იდენტიფიკაციის კრიტერიუმების შემუშავებას.
სულ ორიოდე წლის განმავლობაში ინტენსიური კვლევების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა საკავშირო აღიარება ჰპოვეს და ა. მიქელაძე აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონული მიკროსკოპიის სამეცნიერო საბჭოს წევრად და ამ საბჭოს საქართველოს სექციის თავმჯდომარედ. საბჭოს ბაზას ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორია წარმოადგენდა (1967 წლიდან ეს სახელი ეწოდა ნეირომორფოლოგიის ჯგუფს). სწორედ ამ ლაბორატორიაში ა. მიქელაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც საქართველოს, ასევე სხვა რესპუბლიკების სამეცნიერო დაწესებულებებისათვის.
დიდია პროფესორ მიქელაძის დამსახურება თბილისში 1969 და 1971 წლებში ელექტრონულ მიკროსკოპიაში საერთაშორისო სკოლისა და გამოფენის ორგანიზაციაში, რამაც დიდი ბიძგი მისცა საქართველოში ამ მიმართულებით კვლევების ფართოდ გაშლას. ა. მიქელაძის ხელმძღვანელობით შესწავლილია თავის ტვინის ფუნქციურად განსხვავებული უბნების სხვადასხვა ტიპის ნეირონების, ნეირონთაშორისი სინაფსური და არასინაფსური კავშირების, ნეიროგლიის უჯრედებისა და სისხძარღვოვანი კაპილარების ულტრასტრუქტურა ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მოდელირების პირობებში. მის მიერ თანამშრომლებთან ერთად ნაჩვენებია,რომ თავის ტვინის ქერქქვეშა წარმონაქმნების პროექციული ნეირონებისაგან განსხვავებით, რომელთა პერიკარიონის ზედაპირის უმეტესი ნაწილი პრესინაფსური ტერმინალებით არის დაფარული, ახალი ქერქის ნებისმიერი ზონის პირამიდულ ნეირონებში სინაფსების უმეტესობა ლოკალიზებულია დენდრიტების წვრილ განშტოებებსა და ხორკლებზე.
ა. მიქელაძის სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო გლიის უჯრედებისა და ნეირონ–გლიური ურთიერთობის საკითხების შესწავლას. დადგენილია, რომ დეგენერირებული ნერვული ბოჭკოების ალაგების პროცესში რეზიდენტულ მაკროფაგებთან – მიკროგლიოციტებთან ერთად ასტროციტებიც მონაწილეობს.
ა. მიქელაძის მიერ შესწავლილია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრალური ბირთვების ნეიონების, გლიის უჯრედებისა და კაპილარული ქსელის სტრუქტურა სინათლისა და ელექტრონული მიკროსკოპის დონეზე. მიღებული მონაცემები განზოგადებულია მის მიერ 1968 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში «ცენტრალური ნერვული სისტემის ვეგეტატიური ბირთვების სტრუქტურული ორგანიზაცია».
ელექტრონულ მიკროსკოპიის დარგში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად ა. მიქელაძე დაინიშნა 1973 წელს თბილისში ჩატარებული ელექტრონულ მიკროსკოპიაში საკავშირო კონფერენციის ორგკომიტეტის თავმჯდომარედ.
პროფესორი ა. მიქელაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ინსტიტუტის ფიზიოლოგიური პროფილის ლაბორატორიებთან სამეცნიერო ურთიერთობების დამყარებას. მჭიდრო კონტაქტები ჩამოყალიბდა და ერთობლივი კვლევები მიმდინარეობდა ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიის (ხელმძღ. პროფ. ალექსანდრე როიტბაკი), ტვინის სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის (ხელმძღ. პროფ. გიორგი მჭედლიშვილი), ბიოქიმიის (ხელმძღ. აკადემიკოსი პეტრე ქომეთიანი), ძილ–ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის (ხელმძღ. პროფ. თენგიზ ონიანი) ლაბორატორიებთან.
ბატონი არჩილი იყო მრავალი სტატიის ავტორი და ელექტრონული მიკროსკოპიის დარგში მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.
ა. მიქელაძის ზოგიერთი პუბლიკაცია:
მონოგრაფია: ««ცენტრალური ნერვული სისტემის ვეგეტატიური ბირთვების სტრუქტურული ორგანიზაცია» «მეცნიერება», თბილისი, 1968 (რუსულ ენაზე).
სტატიები:
1. Mikeladze A.L. Endings of afferent nerve fibers in lumbosacral region of spinal cord. Fed Proc Transl Suppl. 1966, 25(2): 211-216
1. Микеладзе А.Л., Кикнадзе Г.И. Некоторые афферентные связи прореальной извилины коры лобной области больших полушарий головного мозга кошки. Сообщ. АН ГССР, 1966, 42, 737
2. Mikeladze A.L. Electron microscopic characteristics of the neuroglia. Arkh Anat Gistol Embriol. 1967, 52(3): 29-37 (in Russian)
3. Mikeladze A.L. Ultrastructure of the capillaries of the brain. In: Tr. Inst. Fiz. Akad. Nauk. Gruz. Ssr. 1968; 15: 271-282 (in Russian)
4. Кикнадзе Г.И., Микеладзе А.Л. Структурная организация коры лобной области. В кн.: Современные проблемы деятельности и строения ЦНС, «Мецниереба», Тбилиси, 1968, 2(15), 291-300
5. Mikeladze A.L., Lazriev I.L. Quantitative analysis of structural elements surrounding dendrite processes of the cortical neurons. In: “Electron Microscopy 1968”, Roma. 1968, 2, 575-576
6. Mikeladze A.L. Characterization of the postsynaptic structures of the brain. Folia Morphol. (Praha). 1969; 17(4): 420-431
7. Микеладзе А.Л., Кикнадзе Г.И. Эфферентные связи прореальной извилины головного мозга кошки. Ж-л невропатол. и психиатрии,1969, 69,1822–1826
8. Микеладзе А.Л. Нейронно-глиальные взаимоотношеня в коре головного мозга по данным электронной микроскопии. В кн.: Длительные электрическиу потенциалы нервной системы. «Мецниереба», Тбилиси, 1969, 124
9. Mikeladze A.L., Lazriev I.L. Ultrastructure of the mamillary body. Neurosci. Translat., 1969, 11, 84-90
10. Mikeladze A.L. The ultrastructure of cerebral cortex synapses following direct electrical stimulation]. Biull. Eksp. Biol. Med., 1969, 67(3): 106-10. (in Russian)
11. Микеладзе А.Л., Лазриев И.Л. Ультраструктура нейронов и синапсов дорсального кохлеарного ядра ствола мозга кошек. Арх. Aнат., 1970, 59, 11, 18-27
12. Mikeladze A.L, Alekseiuk A.A. Study of the cerebral cortex surface with a scanning electron microscope. Arkh. Anat. Gistol. Embriol., 1971, 60(3): 86-89 (in Russian)
13. Mikeladze A.L., Roĭtbak A.I., Dzamoeva E.I. Contacts of axon terminals with oligodendrocytes in the cerebral cortex. Dokl. Akad. Nauk SSSR. 1971, 200: 970-972. (in Russian)
14. Лазриев И.Л., Микеладзе А.Л. Электронномикроскопическое исследование локализации синапсов первичных афферентных волокон в кохлеарных ядрах ствола головного мозга. Бюлл. Эксп. Биол. Мед. 1972, 74, 12, 101-104
15. Mikeladze A.L., Kutateladze I.I. Ultrastructure of the cerebral cortex during strychnine application. Biull. Eksp. Biol. Med., 1972, 73(10): 113-116 (in Russian)
16. Mikeladze A.L., Dzamoeva E.I. Various features of the ultrastructure of cerebral cortex macroglial cells. Arkh. Anat. Gistol. Embriol., 1972, 63 (11):15-25 (in Russian)
17. Mikeladze A.L., Alekseiuk A.A. A study of the cerebral ventricles with a scanning electron microscope. Arkh. Anat. Gistol. Embriol., 1972, 63(12): 60-63
18. Микеладзе А.Л., Какабадзе И.М. Ультраструктура звездчатых нейронов коры головного мозга кошек и обезьян. ЦИТОЛОГИЯ, 1973, 15, 8, 981–984
19. Микеладзе А.Л., Ройтбак А.И., Лазриев И.Л. Синапсы с миелинизированными и немиелинизированными претерминальными участками в коре мозга кошки. Нейрофизиология, 1979, 11, 2, 174-175