ბერიტაშვილის კითხვანი 2024
ნანახია 582-ჯერ
2024 წლის 10 იანვარს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სააქტო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 139 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა.
დღის წესრიგი:
შესავალი სიტყვა - გურამ ბექაია, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი;
მოხსენება: „ნატურალური სტიმულაციის ეფექტი ოქროს თევზების მოკლევადიან მეხსიერებაზე“. მომხსენებელი - ომარ ახმეტელაშვილი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
ორგანიზატორები:
საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება;
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.