მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 ახალციხეში

ნანახია 16-ჯერ

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ. მან ხაზი გაუსვა რეგიონში სამეცნიერო პროექტების პოპულარიზაციის, ინოვაციების მხარდაჭერისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
ღონისძიების მსვლელობისას, ცენტრის მიერ წარმოდგენილმა სივრცემ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინტერაქციულ ექსპერიმენტებს და უშუალო მონაწილეობა მიეღოთ სამეცნიერო პროცესში.
„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ 2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილის შესაბამისად, ღონისძიების ძირითად მიზანს ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა და სტუდენტთა დაინტერესება და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენს.
ფესტივალის დასასრულს, აქტიური მონაწილეობისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.





<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>