მეცნიერების რეგიონულ ფესტივალი 2026 ქუთაისში
ნანახია 16-ჯერ
5 ოქტომბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში.
ფესტივალის ფარგლებში, ცენტრის საგამოფენო სივრცემ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალგაზრდებსა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ შემეცნებით ექსპერიმენტებს და უშუალოდ ჩართულიყვნენ სამეცნიერო-კვლევით პროცესში.
2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“.
ღონისძიების ძირითად მიზანს ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა და სტუდენტთა დაინტერესება და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენს.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს გამოჩენილი ყურადღებისა და აქტიური ჩართულობისთვის.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |








