განცხადება სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნანახია 11-ჯერ


2026 წლის 02 ივლისიდან ცხადდება ღია კონკურსი სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:

1. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის ლაბორატორია - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (1 ერთეული, "ა"კატეგორია);
2. ბიოფიზიკის ლაბორატორია - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული, "ა"კატეგორია).

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულის (ლაბორატორია), დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
4. დიპლომების ასლები;
5 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი:
ა) სტატიების სრული სია;
ბ) თეზისების სრული სია;
6. საუკეთესო ნაშრომის ასლი, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში განმცხადებლის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს.

კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

კონკურსის ჩატარების თარიღია 2026 წლის 07 აგვისტო.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 03 აგვისტოდან 2026 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით.

არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
 
საბუთები მიიღება სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში,
მისამართი: 0160, თბილისი, ლ. გოთუას ქუჩა №14, II სართული, სამდივნო. (საბუთების მიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე).

საკონტაქტო პირები:
მარიამ ირემაშვილი - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
ნინო ემუხვარი - დირექტორის თანაშემწე;
ტელ.: 2 37 12 31; 2 37 03 00 ((227), (229), (225));
e-mail – secretary@biomedicine.org.ge


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>