მეცნიერების კვირეული 2026
ნანახია 21-ჯერ
2026 წლის 12 ივნისს, მეცნიერების კვირეულის - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს მომავალ თაობაში სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
სამეცნიერო ტური ორგანიზებული იყო ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები - ქალბატონი თეა ტარიელაშვილი და ქალბატონი ნინო მაჩურიშვილი.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრის ლაბორატორიები და თავად ჩაატარეს შემეცნებითი ხასიათის მარტივი ექსპერიმენტები.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტს „ფრუგალური და ხელმისაწვდომი მეცნიერება“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური ხელსაწყოები მოსწავლეებმა თანატოლებს წარუდგინეს.
ღონისძიება მეცნიერებთან ინტერაქციული დისკუსიითა და მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() |










































