კონკურსი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობის დასაკავებლად

ნანახია 20-ჯერ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი  აცხადებს კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხალმძღვანელების თანამდებობის დასაკავებლად.

       1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
1.1    ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.2    მემბრანოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.3    ბიოქიმიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ბ“);
1.4    ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ბ“);
1.5    თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.6    ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.7    გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორია - ლაბორატორიის  ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორის ,,ა“);
1.8    რადიობიოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.9    ბიოფიზიკის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.10   ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.11   ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.12   ძილ–ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.13   გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.14   რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.15   მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.16   ბიოინფორმატიკის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.17   ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორია  - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.18   ტკივილისა და ანალგეზიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);
1.19   თავის ტვინის ულტრა და ნანო არქიტექტონიკის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ბ“);
1.20  რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია -  ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“);  
1.21   ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორია - ლაბორატორიის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კატეგორია ,,ა“).
    
     2. კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
     3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
     4. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფო ენასთან   ერთად ფლობს ერთ-ერთ უცხო ენას (სასურველია ინგლისური), აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გააჩნია სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება კონკრეტული ლაბორატორიის ძირითადი თემატიკის მიმართულებით.
   
     5. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
5.1 განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ივსება ადგილზე);
5.2 განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5.3 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
5.4  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
5.5 კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
5.6 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომებიდან  ერთ-ერთის ასლი, რომელიც უკეთ ასახავს კონკურსანტის მეცნიერული მოღვაწეობის წარმატებებს;
5.7 ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
5.8 ლაბორატორიის მომავალი განვითარების ხედვა-პროგრამა;

   6. ღია კონკურსის საფუძველზე ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო, ამტკიცებს დირექტორი და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას 5 წლის ვადით.  
    7. საბუთები მიიღება სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, მისამართი: 0160, თბილისი, გოთუას ქუჩა №14, II სართული, სამდივნო.
     8.    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 20 აპრილის 18:00 საათამდე.
     9.    კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026  წლის 22 აპრილს.  
საკონტაქტო პირები:
•    ნინო ემუხვარი  (ელ.ფოსტა:  ninaem@mail.ru)
•    მაია მახარაძე  (ელ.ფოსტა: maiamakharadze11@gmail.com)
•    თამარ მათითაიშვილი (ელ.ფოსტა: matitaishvili.t@gmail.com)
•    მარიამ ირემაშვილი (ელ.ფოსტა: iremashvili50@mail.ru)


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>