ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების სხდომა
ნანახია 18-ჯერ
მიმდინარე წლის 30 იანვარს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების სხდომა „ბერიტაშვილის კითხვანი, გავიცნოთ ახალგაზრდა მეცნიერთა თაობა“, მიძღვნილი აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 141 წლისთავს.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ბატონი გურამ ბექაია - საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
შესავალი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ქალბატონმა ნარგიზ ნაჭყებიამ - საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
მოხსნებით „თალამო-კორტიკალური HCN არხების ფუნქცია და მათი მოდულაცია აქსონური დემიელინიზაციისას“ გამოვიდა თენგიზ ონიანი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია.