გასვლითი სამეცნიერო სემინარი ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში
ნანახია 112-ჯერ
2025 წლის 9 ნოემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გასვლითი სამეცნიერო სემინარი გამოჩენილი ქართველი ფიზიოლოგის, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში სოფელ ვეჯინში (გურჯაანი).
მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა გვანცა ჭკადუამ და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ რევაზ სოლომონიამ.
სემინარზე მოხსენებებით გამოვიდნენ:
1. მარინა ნიკოლაიშვილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
„რადონის დაბალი კონცენტრაციების თერაპიული ეფექტი ვირთაგვების ქცევაზე“;
2. თამარ ბიკაშვილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
„მიკროელემენტები და მათი ნეიროტოქსიური ეფექტები“.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილებმა მოინახულეს გურჯაანის ყველაწმინდა - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
































