საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2025
ნანახია 93-ჯერ
2025 წლის 6 ნოემბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2025.
ახალგაზრდა მომხსენებლებმა და მათ მენტორებმა წარადგინეს თანამედროვე კვლევების შედეგები, მიმოხილვები, ინოვაციური მიდგომები და საინტერესო ფაქტები რეოლოგიის, კოაგულაციის, სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და მომიჯნავე მიმართულებების სფეროებში.
კონფერენციის ორგანიზატორები: რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი.
კონფერენციის ხელმძღვანელები:
პროფ. მაკა მანწკავა – ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
ბიოლოგიის დოქტორი ნინო ფოჩხიძე – ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი;
სამეცნიერო კომიტეტი:
პროფ. გვანცა ჭკადუა
პროფ. ნანა მომცელიძე
პროფ. გიორგი კუჭავა
ყველა მონაწილემ და მენტორებმა მიიღეს სერტიფიკატი.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება Google Scholar-ში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://biomedicine2025.wixsite.com/rheo2025
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |





















































