ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მეცნიერების ფესტივალზე ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” თელავში

ნანახია 35-ჯერ

2025 წლის 15 ოქტომბერს, ქ.თელავში გაიმართა მეცნიერების ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”.  
ფესტივალმა აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებები გააერთიანა. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას. სხვადასხვა უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების წარმომადგებლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ადგილზე ეცნობოდნენ მეცნიერების მიღწევებს.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ბიოლოგიის დოქტორმა გიორგი ლობჟანიძემ  სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა  ადამიანის და ვირთაგვის ტვინების აგებულებაზე და ჰიპოკამპისა და ნათხემის ფუნქციებზე.  დიდი ინტერესი გამოიწვია ოპტიკურმა მიკროსკოპმა, მისი საშუალებით მათ დაათვალიერეს ვირთაგვის თავის ტვინის ნაწილები, კერძოდ, ჰიპოკამპი, როგორც ყველაზე იოლად შესამჩნევი სტრუქტურა თავისი დამახასიათებელი კონფიგურაციით. ასევე მათ დაათვალიერეს ელექტრონული მიკროსკოპისთვის გამზადებული ვირთაგვების ტვინის ნიმუშები.





<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>