ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მეცნიერების ფესტივალზე - ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” ბათუმში

ნანახია 152-ჯერ

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,  ზვიად გაბისონიამ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან  მაია ხაჯიშვილთან  ერთად ბათუმში მეცნიერების ფესტივალი   გახსნა  და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მეცნიერების კუთხით  სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცის ცენტრმა აქტური მონაწილეობა მიიღო მეცნიერების ფესტივალში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით  გაიმართა. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ბიოლოგიის დოქტორმა გიორგი ლობჟანიძემ  სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა  ადამიანის და ვირთაგვის ტვინების აგებულებაზე და ზოგი ნაწილის ფუნქციებზე, კერძოდ ჰიპოკამპზე და ნათხემზე. ისინი დაინტერესდნენ ოპტიკური მიკროსკოპით და მისი საშუალებით დაათვალიერეს ვირთაგვის თავის ტვინის ნაწილები, კერძოდ, ჰიპოკამპი, როგორც ყველაზე იოლად შესამჩნევი სტრუქტურა თავისი სახასიათო მოყვანილობით. ასევე მათ დაათვალიერეს ელექტრონული მიკროსკოპისთვის გამზადებული ჩაყალიბებული ტვინის ნიმუშები.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებისა და კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას; მკვლევართა მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას,  სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>