განათლების საერთაშორისო ცენტრის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ნანახია 19-ჯერ


მიმდინარე წლის 27 აგვისტოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან გააფორმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა და სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა გვანცა ჭკადუამ.
მემორანდუმის მიზანია განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი კურსდამთავრებულებისთვის საქართველოს შრომით ბაზარზე ინტეგრირებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების, დასაქმების, კარიერული განვითარებისა და პროფესიული ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.






<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>