საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2025

ნანახია 127-ჯერ


საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2025  იმართება 2025 წლის 20-21 ივლისს შეკვეთილში, საქართველო (Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection, E70, შეკვეთილი 3521).
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები არიან: რეოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია. 
სკოლა-კონფერენციის პროგრამა მოიცავს პლენარულ და სექციურ სესიებს, B2B საბროკერო ღონისძიებასა და პანელურ სიმპოზიუმს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების მოხსენებებს. მთლიანობაში, წარმოდგენილი იქნება 64 მოხსენება, მათ შორის 22 „ცივი ზუმის“ ფორმატით იქნება მოსმენილი, რასაც მოჰყვება დისკუსიები. 
ღონისძიების მთავარი მიზანია ბიოსამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა, აგრეთვე მულტი- და კროსდისციპლინური კვლევების განვითარება. სკოლა-კონფერენციის სტრატეგიული გეგმა ეფუძნება „მესამე მისიას“, რომელიც გულისხმობს სწავლა-სწავლებისა და კვლევებით მიღებული ცოდნის ინტეგრაციასა და გაზიარებას. 
ღონისძიების ფარგლებში გამოიცემა რეფერირებადი აბსტრაქტთა კრებული, რომელიც ინდექსირდება სამეცნიერო ბაზებში (Google Scholar, DOI, ISSN). კრებულში გამოქვეყნდება 167 ავტორის სამეცნიერო თეზისი.






<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>