„მრავალსახიანი ნეირომეცნიერება – ივანე ბერიტაშვილის 140 წელი“

ნანახია 52-ჯერ



2025 წლის 12_14 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში გიწვევთ საერთაშორისო 
სამეცნიერო კონფერენციაზე „მრავალსახიანი ნეირომეცნიერება – ივანე ბერიტაშვილის 140 წელი“, რომელიც ეძღვნება ნეირომეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს.
კონფერენციის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კონფერენციის მიზანია:

ნეირომეცნიერების სხვადასხვა მიმართულების ინტეგრაცია და პოპულარიზაცია;
ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება;
სამეცნიერო ქსელების განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ღონისძიება აერთიანებს წამყვან ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებსა და პრაქტიკოსებს ბიომედიცინისა და 
ნეირომეცნიერების სფეროებიდან.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს:

• პლენარულ სხდომებს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით;
• თემატურ სესიებს ნეირომეცნიერებისა და ბიომედიცინის თანამედროვე მიმართულებებზე;
• სასტენდო მოხსენებებს.
 
თარიღი: 12–14 ივნისი, 2025
 
ადგილმდებარეობა: სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ლევან გოთუას ქ. 14, თბილისი
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე: https://mfn2025.org.ge

საკონტაქტო ელფოსტა: mfn2025@biomedicine.org.ge
 

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>