147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი ვიზიტი ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში

ნანახია 54-ჯერ



2025 წლის 14 მაისს ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდ მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები (მასწავლებელი -თინა ზარდიაშვილი) ეწვივნენ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრს, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ბიომედიცინის 
თანამედროვე მიმართულებებს და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მუშაობას.
 
მოსწავლეებმა მოინახულეს შემდეგი ლაბორატორიები:

  • მხედველობის ლაბორატორია;
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორია; 
  • თავის ტვინის ულტრასტრუქტურისა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორია.
 
განსაკუთრებული ინტერესით წარიმართა შემეცნებითი ლექცია თემაზე „საუბრები რადიაციაზე“, რომელიც გაწარადგინა მოყენებითი რადიაციული 
კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით ნადარეიშვილმა. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მაიონირებელი რადიაციის 
ზემოქმედების მექანიზმებზე, მისი გამოყენების შესაძლებლობებზე მეცნიერებაში და მედიცინაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ დისკუსიაში, 
რომელმაც ხელი  შეუწყო მათი სამეცნიერო ინტერესების გაღრმავებას.
ვიზიტის დასასრულს გაიმართა სახალისო ბლიც ვიქტორინა, რომლის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო წამახალისებელი სერტიფიკატები.
 
 

 

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>  
Add comment

Add comment

კოდის განახლება