ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის"
ნანახია 387-ჯერ
2024 წლის 17 ივნისს, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში წარმატებით ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის". ღონისძიება ჩატარდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს თანადგომით, და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი და იმავე დეპარტამენტის მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი მერი ერისთავი.
კონფერენციის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტების და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და სამეცნიერო სფეროში არსებული სიახლეები, აგრეთვე გაიმართა დისკუსია თანამედროვე გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
მოწვეული მომხსენებლები (Online):
ლალი ყრუაშვილი - PhD, პოსდოქტორანტი, ქცევის მოლეკულური საფუძვლების ლაბორატორია, ნენცკის ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავა, პოლონეთი.
„სივრცითი არჩევანის შეფასება თაგვებში ავტომატურ ლაბირინთში“.
ნინო შარიქაძე - PhD, პოსდოქტორანტი, უჯრედული პათობიოლოგიისა და ნეიროსამეცნიერო კვლევითი განყოფილება, წამალდამოკიდებულების კვლევითი ინსტიტუტი, ამერიკის ჯანრმთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NIDA, NIH).
„სიგმა-1 რეცეპტორის როლი თირკმელზედა ჯირკვლიდან კორტიკოსტერონის გამოყოფის დროს სტრესულ პირობებში“.
ანი შუბითიძე - მოლეკულური მედიცინა, Charité –ს ბერლინის უნივერსიტეტი.
„პანკრეასის სიმსივნის გაშიფვრა“.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე:
კონფერენციის მასალები: https://biomedicine.org.ge/index.php?do=download&id=273