ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის"

ნანახია 364-ჯერ

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, 2024 წლის 17 ივნისს, გიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის". კონფერენციის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე:

მოწვეული მომხსენებლები ჩაერთვებიან ონლაინ:

13:00 - ანი შუბითიძე - პანკრეასის სიმსივნის გაშიფვრა (Online)

13:30 ლალი ყრუაშვილი - სივრცითი არჩევანის შეფასება თაგვებში ავტომატურ ლაბირინთში (Online)

17:00 ნინო შარიქაძე - სიგმა-1 რეცეპტორის როლი თირკმელზედა ჯირკვლიდან კორტიკოსტერონის გამოყოფის დროს სტრესულ პირობებში (Online)

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ლევან გოთუას ქუჩა 14, III სართული, სააქტო დარბაზი.

დასწრება თავისუფალია



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>