საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2024
ნანახია 595-ჯერ
საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2024 საზეიმოდ გაიხსნა ა.წ.12 მაისს „პარაგრაფ შეკვეთილი“ (შეკვეთილი, საქართველო). სამი დღის განმავლობაში პლენარულ და პარალელურ სესიებზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ბიომედიცინის და მედიცინის ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო მოხსენებების დარგის გამოჩენილი სპეციალისტები და ახალგაზრდა მკვლევარები.
ტრადიციისამებრ სკოლა-კონფერენციის მისია და ძირითადი მიზანი გამოიხატება ღონისძიების ეპიგრაფით. არც წლევანდელი წელი არის გამონაკლისი- „კვლევა, თანამშრომლობა, კონსოლიდაცია, მეგობრობა“ არის ჩვენი ძირითადი გამოწვევა.
მასპინძელი ორგანიზაცია გახლავთ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. ღონისძიების მსვლელობაში ჩართულია საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუციები - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, მონპელიეს უნივერსიტეტი, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, აახენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, სოფიის უნივერსიტეტი და სხვა. ჰოსპიტალური და ამბულატორიული სექტორი საუნივერსიტეტო კლინიკებით და ჯანდაცვის მომსახურეობის გამცემი დამოუკიდებელი ორგანიზაციებით.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა 59 მოხსენება, 18 ცივი ზუმი. ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდა სპეციალისტების და სტუდენტებისთვის. დაიბეჭდა 193 ავტორის 91 თეზისი.
კონფერენციას ესწრებოდა მედიცინის, ფიზიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, IT ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტები და ახალგაზრდა მკვლევარები (სულ 102 ადამიანი), მათგან 8 უცხოელი.Abstract Book https://books.google.ge/books?id=XzwDEQAAQBAJ&pg=PA2&lpg=PA2&dq=doi+10.5281/zenodo.10999046+ISBN+978-9941-514-57-9&source=bl&ots=2TQFuG7Inl&sig=ACfU3U2sK3SYWmItzLkfN4wMomVQDlNxSA&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwic0ofSj4iHAxVvgf0HHaF1DGcQ6AF6BAgJEAM#v=onepage&q=doi%2010.5281%2Fzenodo.10999046%20ISBN%20978-9941-514-57-9&f=false