ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლების შეხვედრა ქ.თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

ნანახია 87-ჯერ



ა.წ. 24 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715)  ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ სსიპ ქ. თბილისის N208 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მოისმინეს: სიცოცხლის წარმოშობის ისტორია დედამიწაზე.
მომხსენებელი: გოგი ჯიქია - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი.
მადლობას ვუხდით სსიპ ქალაქ თბილისის N208 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს. განსაკუთრებული მადლობა ბიოლოგიის მასწავლებელს მარიკა ჩხეტიანს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.
https://docs.google.com/.../1hr4AO6FpPuF9xSx9.../viewform...​​​









<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>