სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 505-ჯერ
23 მარტს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG-23-715/"საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია სკოლებში") ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ.
მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერეს ლაბორატორიები ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ცენტრის წინაშე, განხილულ იქნა მომავალი შეხვედრების შესაძლებლობები.
მოსწავლეებi ასევე გაეცნენ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების რიგ კვლევის მეთოდებს; ცენტრის მკვლევარების ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტები.
გულთბილი მადლობა სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს, ასევე უღმესი მადლობა ქალბატონ მაკა მაკარიძეს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.