ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პროექტი
ნანახია 439-ჯერ
ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ახორციელებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს.
პროექტის ფარგლებში:
• უფროსკლასელებისთვის სკოლებში ჩატარდება ლექციები სამეცნიერო-პოპულარულ თემებზე;
• დაინტერესებული მოსწავლეები ეწვევიან ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიებს და გაეცნობიან მიმდინარე ექსპერიმენტულ კვლევებს;
• დაგეგმილია მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია. მოსწავლეები შეძლებენ მოახსენონ ან პოსტერით წარმოადგინონ მათთვის საინტერესო თემები (20-21 ივნისი).
კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/.../1hr4AO6FpPuF9xSx9.../viewform...
საუკეთესო მომხსენებლები ეწვევიან ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმს ვეჯინში.
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს გადაეცემათ სერთიფიკატები
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან ელ.ფოსტაზე: youngscientists@biomedicine.org.ge