ეროვნული კონფერენცია RHEO-BIO-MED-2024
ნანახია 717-ჯერ
ა.წ. 13 თებერვალს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრში ტარდება ეროვნული კონფერენცია RHEO-BIO-MED-2024 ეფიგრაფით «მივცეთ ერთმანეთს ცოდნა», რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების კვლევითი უნარების განვითარება და დახვეწა, კოლაბორაციული ურთიერთობების ჩამოყელიბება, ახალგაზრდა თაობის სამეცნიერო სექტორში ჩართვა.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის სპიკერები არიან ახალგაზრდები, რომლებიც წარმოგვიდგენენ საინტერესო ფაქტებს მედიცინის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, ფსიქოლოგიის ფუძემდებლების ცხოვრებიდან, აგრეთვე გაშუქდება თუ რა როლი აკისრია ბიოლოგიას, ფიზიკას, ქიმიას სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, ხაზი გაესმევა ჯანსაღი ცხოვრების და სარეაბილიტაციო ღონისძიებების მნიშვნელობას კარდიო-, ნევრო- , და სხვ. ნოზოლოგიების პირობებში.
ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონიძიება წარმოადგენს სწავლა/სწავლების და კვლევებით მოძიებული ცოდნის შერწყმას და მის გაზიარებას, რაც მესამე მისიის განუყრელი ნაწილია.
ღონისძიების სპიკერები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, ვეჯინის სკოლის და მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეები, ჩვენი ცენტრის ბაზაზე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განმახორციელებლები.
კონფერენციის ხელმძღვენელები - მაია მანწკავა (რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის გამგე) და ნინო ფოჩხიძე (ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი). სამეცნიერო ნაწილს ხელმძღვანელობენ ნანა მომცელიძე (რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი), თამარ სანიკიძე (რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გიორგი კუჭავა (რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი).
დეტალები იხილეთ აქ https://pandemiacovid19.wixsite.com/rheo2024