ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2023

ნანახია 437-ჯერ
ა.წ. 7-8 ივლისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრში ცენტრის რიოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, რეოლოგთა საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა ახალგაზრდა მკვლევართა  საერთაშორისო კონფერენცია RHEO-BIO-MED-2023. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერები, სპეციალისტები, სტუდენტები, რომელთა კვლევითი ინტერესთა სფერო არის რეოოლოგია, სისხლის, სისხლის მიმოქცევის სისტემა, სისხლბადი ორგანოები და მათთან დაკავშირებული პათოლოგიები.  
ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართათვის დამყარდეს კომუნიკაცია, შედგეს კოლაბორატორული ჯგუფები, დაიგეგმოს ახალგაზრდების მეცნიერებაში მოდინების გზები, გაიმართოს ღია დისკუსიები. ასეთი ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანია მენტორთათვის, პროფესორ/მასწავლელებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>