საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2024

ნანახია 120-ჯერ
2024 წლის 12-14 მაისს გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2024 ეპიგრაფით „კვლევითი თანამშრომლობა, კონსოლიდაცია, მეგობრობა“. BIOMED2024-ის მასპინძელი ორგანიზაციებია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია და რეოლოგთა საზოგადოება. მთავარი ორგანიზატორები: ცენტრის თანამშრომლები - პროფ. მ. მანწკავა, პროფ. ნ. მომცელიძე, პროფ. გ. ჭკადუა, პროფ. თ.სანიკიძე.  ტრადიციულად, ორგანიზატორთა რიგებში არიან ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერები გ. კუჭავა, ნ. ფოჩხიძე და ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სხვა წევრები.
კონფერენცია წარმოდგენილი იქნება მედიცინის, ფიზიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, IT ტექნოლოგიების და სხვა სფეროს მიმართულების პლენარული და პარალელური სექციური სესიებით. მოხსენებების დიდი ნაწილი დაეთმობა ექსპერიმენტული  და კლინიკური კვლევების გაშუქებას.
გაშუქდება   სამართლებრივი, ეთიკური, გენდერული და ისტორიული საკითხებიც. რეოლოგიურ კვლევებს მიეძღვნება სპეციალური სესია. სკოლა-კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება მოკლე სასწავლო კურსი ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის. ჩატარდება ექიმთა უწყვეტი განათლების ტრენინგ  კურსები. გაიმართება პანელური დისკუსიები და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები. სკოლა-კონფერენცია BIOMED2024-ში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო სკოლები, ექსპერიმენტული და სამეცნიერო ცენტრები, საუნივერსიტეტო კლინიკები, ჰოსპიტალური სექტორი, ინდუსტრიისა და ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან. 
კონფერენცია ტარდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხარდაჭერით. საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2024 არის აკრედიტებული დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა კურსდამთავრებული ექიმებისთვის. 
შეხვედრის ფარგლებში გამოიცემა სამეცნიერო ნაშრომების კრებული. ორიგინალური სტატიები გამოქვეყნდება 2024 წლის დეკემბერში რეცენზირებად ჟურნალში.
დეტალები იხილეთ აქ  https://pandemiacovid19.wixsite.com/biomed2024
 

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>