ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. ინტერაქტიული ლექცია თემაზე: "ლიდერი და ლიდერობა"

ნანახია 902-ჯერ

2023 წლის 12 ოქტომბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ინიციატივით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა ინტერაქტიული ლექცია თემაზე: "ლიდერი და ლიდერობა".
მომხსენებელი: ია ჟვანია – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი.
მსოფლიო ელვის სისწრაფით იცვლება. ასევე ელვის სისწრაფით იზრდება საზოგადოების ინტერესი ლიდერობასა და ლიდერებისადმი. ყველას გაგვაჩნია გარკვეული შეხედულება, თუ რა არის ლიდერობა, თუმცა ამ ტერმინის ზუსტი განმარტება მაინც ძნელია. ლიდერობის ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ლიდერობა წარმატებული ჯგუფის დინამიური მუშაობის შედეგია, სხვები კი, თვლიან, რომ ლიდერობას ადამიანის გრანდიოზული ძალისხმევა განაპირობებს. არის ასევე მოსაზრება, რომ ლიდერს გარემოებები და აუცილებლობა ჰქმნის, თუმცა სხვა მოსაზრების თანახმად, ლიდერული თვისებების მქონე ადამიანი ყოველთვის ლიდერია.
ლიდერობის უმნიშვნელოვანესი პოსტულატებია: ყოველ პიროვნებას გააჩნია ლიდერობის პოტენციალი; ლიდერობის სწავლა შესაძლებელია; ლიდერული ჩვევების ათვისებისა და გამოყენებისთვის აუცილებელია პერსონალური ლიდერული ფილოსოფიის განვითარება.
ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ არსებობს ლიდერობის მეცნიერება ან მარტივი ფორმულა, თუ როგორ უნდა გავხდეთ ლიდერები: ლიდერობა უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ ეფექტური ლიდერები ხშირად სწავლობენ და ავითარებენ გარკვეულ ჩვევებს. ამასთანავე, გამორჩეულ ლიდერებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა გამოვყოთ გარკვეული საერთო თვისებები, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ ყოველი მათგანის წარმატებას.
შესაძლებელია ვისწავლოთ ლიდერობა გამორჩეული ლიდერების ცხოვრებისეული ფილოსოფიის მაგალითებზე და განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ლიდერული ხედვა.








<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>