ღვაწლმოსილ მეცნიერთა იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "გახსენება 2023"
ნანახია 1 122-ჯერ
ა.წ. 28 სექტემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა ღვაწლმოსილ მეცნიერთა იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „გახსენება 2023“.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამართალის აკადემიური დოქტორი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი.
შესავალი სიტყვით გამოვიდა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ბიოქიმიური ნეიროფამაკოლგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ სოლომონია.
მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს მოწვეულმა სტუმარმა, ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა და ცენტრის დირექტორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა გვანცა ჭკადუამ.
დღის წესრიგი:
სექცია 1- გიორგი ვაწაძე
სექციის თავმჯდომარე - გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი, დავით ნადარეიშვილი. მან წარმოადგინა საინტერესო ცნობები გიორგი ვაწაძის ცხოვრების და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.
მოხსენებებით გამოვიდნენ:
რადიობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მარინა ნიკოლაიშვილი - „რენტგენის სხივების გავლენა ვირთაგვების, როგორც დადებით ისე უარყოფითი გამღიზიანებლით გამოწვეულ ქცევაზე“;
რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ორმოცაძე - „რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ბიოსამედიცინო ასპექტები ინდივიდუალური და პოპულაციური რადიომგრძნობელობის ჭრილში, დღევანდელობა და პერსპექტივები“ ;
რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ გოგებაშვილი - „უცნობი“ რადიობიოლოგია საქართველოში“.
სექცია 2 - მარინა ყუფარაძე
სექციის თავმჯდომარე - ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, დიანა მუსერიძე.
მოხსენებებით გამოვიდნენ:
თავის ტვინის ულტრა და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მზია ჟვანია - „მარინა ყუფარაძე. გახსენება“ ;
ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი თამარ ბიკაშვილი - „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციური მორფოლოგიის სათავეები-მარინა ყუფარაძის კვლევები“.
სექცია 3 - მიხეილ ხანანაშვილი
სექციის თავმჯდომარე - თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი თამარ დომიანიძე.
მოხსენებებით გამოვიდნენ:
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი თამარ დომიანიძე - „მიხეილ ხანანაშვილი. გახსენება“ ;
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი თამარ მათითაიშვილი - „ფსიქოგენური სტრესით გამოწვეული გარდამავალი მდგომარეობის თვითრეგულაციური მექანიზმების კვლევა დომინანტ და სუბმისიურ ვირთაგვებში“.
მოხსენებების შემდეგ სიტყვით გამოვიდა ცენტრის სამეცნიერო-საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გურამ ბექაია - „კოლეგების და მეგობრების გახსენება“.
სექცია 4 - ვახტანგ მოსიძე
სექციის თავმჯდომარე - ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი მანანა გუგუშვილი.
მოხსენებებით გამოვიდნენ:
ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი მანანა გუგუშვილი - „ვახტანგ მოსიძე. გახსენება“ ;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მაყაშვილი - „კორძიანი სხეულის ფუნქცია - ვახტანგ მოსიძის იდეების ხორცშესხმა თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალთახედვით“.
სექცია 5 - თენგიზ ონიანი
სექციის თავმჯდომარე - ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნარგიზ ნაჭყებია.
მოხსენებებით გამოვიდნენ:
ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნარგიზ ნაჭყებია - „ აკადემიკოსი თენგიზ ონიანი - წარმატებებით დატვირთული ბიოგრაფია“; „ჰიპოთალამური ნეიროპეპტიდები - ძილის დარღვევებით მიმდინარე ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის პრევენციის ნეიროფიზიოლოგიური სამიზნე“;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ნატო დარჩია - „ძილი, კოგნიტური ფუნქციები და თავის ტვინის განვითარების პროცესი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებში“.
კონფერენციის პროგრამა