საჯარო ლექცია: „უჯრედული რეგულაციის ძირითადი პრინციპები“
ნანახია 622-ჯერ
2023 წლის 25 აპრილს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „უჯრედული რეგულაციის ძირითადი პრინციპები“.
მომხსენებელი: დავით მიქელაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
ახალგაზრდა მეცნიერები მადლიერებას გამოხატავენ ინფორმაციულად საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისა და ასეთი საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი ლექციისთვის. სამომავლოდ, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი გეგმავს სხვადასხვა ლაბორატორიებსა და სამეცნიერო ჯგუფებთან შეხვედრებს, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება ჩაერთოს ცენტრის აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლასა და ეროვნულ-საერთაშორისო დონეზე კავშირების დამყარებას.