ბერიტაშვილის კითხვანი 2023

ნანახია 779-ჯერ
2023 წლის 10 იანვარს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სააქტო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 138 წლისთავისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო სხდომა.

დღის წესრიგი:
მისალმება - ზაზა მარუაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
შესავალი სიტყვა - გურამ ბექაია, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი;
მოხსენება: „თანამედროვე ნეიროგამოსახვითი მეთოდების როლი თავის ტვინის კვლევაში“. მომხსენებელი - მიხეილ ოკუჯავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თოდუას კლინიკის ნეირორადიოლოგიისა და ნეირომეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი.

ორგანიზატორები:
საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილება;
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

​ღონისძიების მოკლე ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%98tv​​​



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>