ანდრეი კოსტინის მოხსენება ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში
ნანახია 866-ჯერ
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მოხსენებით წარსდგა ანდრეი კოსტინი,ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ვეტერანთა საქმეების დიდი ლოს-ანჯელესის ჯანდაცვის სისტემის ნეირობიოლოგიის მკვლევარი (ლოს-ანჯელესი, აშშ), რომელიც მოწვეული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის N FR-19-185 (სამეცნიერო ხელმძღვანელი ნატო ბუკია) ფარგლებში, გრანტის კონსულტანტის სტატუსით.
ა. კოსტინმა მოახსენა ორი სამეცნიერო კვლევის შედეგები:1. პერიფორნიკულ-ჰიპოთალამურ უბანში პროეცირებული ვენტროლატერალური პრეოპტრიკური ნეირონების აქტივაცია ხელს უწყობს ძილის განვითარებას: DREADD აქტივაცია უჯიშო ვირთაგვებში.
2. ჰიპოთალამუსის ნეიროგენეზი ზრდასრულებში და ძილ-ღვიძილის ციკლის ასაკობრივი დარღვევები
სხდომის თავმჯდომარე იყო პროფესორი რევაზ სოლომონია. მოხსენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დებატები.