საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში “Biomed - 2022”
ნანახია 1 837-ჯერ
2022 წლის 9-11 ივნისს ჩატარდა საერთაშორისო მულტოდისციპლინური სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2022. ღონისძიების ორგანიზება განახორციელა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პროფ. მაია მანწკავამ, ღონისძიების სწავლული მდივნი გახლდათ ამავე ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნანა მომცელიძე, ღონისძიების მოდერატორი - ლაბორატორიის ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი კუჭავა.
საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2022 უკვე 10 წელია, რაც ბიოსამედიცინო და მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ეს ღონისძიება არის 10-წლიანი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში რეოლოგიის განვითარებას, გამოყენებითი რეოლოგიის ინდუსტრიულ სექტორში დამკვიდრებას, კლინიკური რეოლოგიის, როგორც მიმართულების ჩამოყალიბებას.
წლევანდელი საიუბილეო ღონისძიება ეპიგრაფით „მკვლევართა და მეცნიერთა გაერთიანება ომის წინააღმდეგ“ გამოირჩეოდა მასშტაბურობით. მრავალრიცხვოვან პარალელურ სექციებზე მკვლევართა მიერ იყო წარმოდგენილი ახალი და უახლესი მონაცემები მედიცინის, ფიზიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, IT ტექნოლოგიების მიმართულებით.
სესიების დიდი ნაწილი დაეთმო ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების შედეგებს. იყო წარმოდგენილი საინტერესო კლინიკური შემთხვევები, გაკეთდა მიმოხილვითი მოხსენებები ომისა და მშვიდობის მედიცინის, ბაქტერიოლოგიური იარაღის შესახებ. იყო წარმოდგენილი სამხედრო ექიმის სწავლა/სწავლებასთან დაკავრშირებული აქტუალური საკითხები, პანელური დისკუსიები და მრგვალი მაგიდის ფორმარტის სამუშაო შეხვედრებში სამართილის, ჯანდაცვის და კვლევის მენეჯმენტის მიმართულებით გაიმართა. განხილული იყო ეთიკის, გედნერული და ისტორიული საკითხები, რომლებმაც თავი იჩინეს თანამედროვე ბიომედიცინის განვითარების ასპარეზზე. B2B-ის ფორმატის შეხვედრების ფარგლებში დასამქდა ორი ახალგაზრდა.
განსაკუთრებული სესია მიეძღვანა როელოგიურ მიმართულებას. სკოლა-კონფერენციის ფარგლებში განხორციელდა ტრენინგ-კურსი და წარმოდგენილი იყო ახალი წიგნები. ერთ-ერთი მათგანის - „ბიომექანიკა და კინეზიოლოგია“-ს ავტორები გახლავთ ჩვენი ცენტრის თანამშრომლები მანწკავა მაია და სანიკიძე თამარი. ნაჩვენები იყო ორი ვიდეოფილმი, ერთ-ერთი მათგანი ეძღვნებოდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ღვაწლმოსილ პროფესორს, რეოლოგიის ფუძემდებელს საქართველოში - გიორგი მჭედლიშვილს, ხოლო მეორე - საქართველოში პედიატრიული სწავლების დაარსების 100 წლისთავს.
სკოლა-კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლებმა, ექსპერიმენტულმა და სამეცნიერო ცენტრებმა, საუნივერსიტეტო კლინიკებმა, ჰოსპიტალურმა სექტორმა, ინდუსტრიის და ბიზნეს სეგმენტის წარმომადგენლებმა საქართველოდან და საზღვარგარეთიდან.
კონფერენციას მხარი დაუჭირეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
საერთაშორისო მულტოდისციპლინური სკოლა-კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED2022 გახლავთ დიპლომირებულ მედიკოსთა პოსტდიპლომური განათლების აკრედიტირებული პროგრამა (15 უპგ ქულა), რომელიც წელს 99-მა მედიკოსმა გაიარა. დამსწრეთა საერთო რიცხვი შეადგენდა 156 ადამიანს.
ღონისძიების ფარგლებში გამოქვეყნდა სამეცნიერო მოხსენებების კრებული. ა.წ. დეკემბერში გამოქვეყნდება ვრცელი ნაშრომები რეცენზირებად SCImago-ს ჯურნალში.