საქართველოს ფიზიოლოგთა IV საერთაშორისო ყრილობის უცხოელი სტუმრების შეხვედრა ვეჯინის სკოლის მოსწავლეებტან და სტუდენტებთან

ნანახია 665-ჯერ
2019 წლის 25 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში  სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ფიზიოლოგთა IV საერთაშორისო ყრილობის უცხოელ სტუმრებთან. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა, საქართველოს ფიზიოლოგთა IV საერთაშორისო ყრილობის უცხოელმა სტუმრებმა პროფესორმა მარია-კარლოტა-სალდანა ლოპესმა (პორტუგალიის რეოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი) და პროფესორმა ნადია ანტონოვამ (მექანიკის ინსტიტუტის ბიოქიმიის დეპართამენტის ხელმძღვანელი, ბულგარეთი). მათ ისაუბრეს ივანე ბერიტაშვილის შესახებ, მის მეცნიერულ ღვაწლზე; აღნიშნეს, რომ ბატონი ივანე საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ მონდომებით, დაუღალავი შრომით, სწავლითა და მეცნიერებისადმი ინტერესით შესაძლებელია მიაღწიო წარმატებას, გახდე მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი. დასასრულს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამეცნიერო, პატარებისთვის ადვილად აღსაქმელი, საინტერესო ექსპერიმენტები. ბავშვები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თავად მიიღეს მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში.






<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>