სეზონური სკოლა “უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე”
ნანახია 745-ჯერ
2017 წლის 1–9 მაისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სეზონური სკოლა «უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე». სეზონური სკოლის ფარგლებში ოცი ახალგაზრდა მეცნიერი: მკვლევარები, მაგისტრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ორგანიზაციებიდან გაეცნენ: სეკრეციის მოლეკულურ მექანიზებს, სეკრეციის დარღვევებთან ასოცირებულ დაავადებებს, სეკრეციის მექანიზმების კვლევის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და უახლეს მეთოდებს, შეისწავლეს ელექტრონული მიკროსკოპიის და ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპიის მეთოდები. ჩატარდა თეორიული ლექციები და პრაქტიკული /ლაბორატორიული მეცადინეობები ელექტრონულ მიკროსკოპიასა და ატომურ ძალოვან მიკროსკოპიასთან დაკავშირებით. სკოლის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს მოწვეულმა პროფესორმა ბჰანუ ჯენა, ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნანობიომედიცინის ცენტრის დირექტორი (აშშ); დოქტორმა სანდორ კაზასი, ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ლოზანა, შვეიცარია) და ქართველმა მეცნიერებმა: პროფესორმა ია ჟვანიამ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის განყოფილების გამგე,მ და ამავე ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომლებმა პროფესორმა ნანა ჯაფარიძემ, თამარ ლორთქიფანიძემ და თამარ ბიკაშვილმა. http://cellsecretion2017.iliauni.edu.ge/
პროგრამა იხილეთ ბმულზე https://cellsecretion2017.iliauni.edu.ge/en/program/