ლექცია თემაზე „მავნე ჩვევები და მათი გავლენა ძილ-ღვიძილის ციკლზე“
ნანახია 1 296-ჯერ
2022 წლის 6 მაისს გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმის მენეჯერის დესანი ფურცელაძის ინიციატივით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ლექცია სახელწოდებით „მავნე ჩვევები და მათი გავლენა ძილ-ღვიძილის ციკლზე“. სალექციო თემის გარშემო მოხსენება გააკეთეს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნელი მაღლაკელიძემ და მეცნიერ-თანამშრომელმა ხათუნა ბეჟანიშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.