აკადემიკოს კიაზო ნადარეიშვილის ხსოვნის საღამო

ნანახია 545-ჯერ
2017 წლის 1 თებარევალს, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებამ, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოებამ, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა და ივანე თარხან-მოურავის რადიობიოლოგიისა და რადიაციული დაცვის ასოციაციამ ერთობლივად ჩაატარეს სამეცნიერო სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში რადიობიოლოგიის, რადიაციული ფიზიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის დაარსებიდან 50 წლისთავს (1967-2017) და გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კიაზო ნადარეიშვილის ხსოვნას.
სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსენებით გამოვიდნენ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ორმოცაძე და საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი გურამ ბექაია. კიაზო ნადარეიშვილის შესახებ მოგონებები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს აკადემიკოსმა მარატ ციცქიშვილმა, პროფესორმა მერაბ ცაგარელმა და პროფესორმა დურმიშხან ჩიტაშვილმა.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>