საერთაშორისო სემინარი "მემბრანული იონური არხები: სამომავლო პერსპექტივები"
ნანახია 651-ჯერ
21 აპრილს 13.00 სთ-ზე სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დიდ სააქტო დარბაზში ჩატარდება საერთაშორისო სემინარი "მემბრანული იონური არხები: სამომავლო პერსპექტივები." ჩვენი სტუმრები, ცნობილი უკრაინელი მეცნიერები, კიევის ა.ბოგომოლეცის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები, წარმოადგენენ ორ მოხსენებას:
"ახალი მიდგომები ზურგის ტვინის ნეირონების სიგნალიზაციის მოლეკულური მექანიზმების შესწავლაში", მომხსენებელი-ნანა ვოიტენკო, ა. ბოგომოლეცის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
"მჟავებისადმი მგრძნობიარე იონური არხები: ფუნქციის ძიება", მომხსენებელი-ოლეგ კრიშტალი, ა. ბოგომოლეცის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.