პროფესორ საურმაგ ბუთხუზის იუბილე
ნანახია 707-ჯერ
2017 წლის 5 ივლისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა პროფესორ საურმაგ ბუთხუზის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სამეცნიერო სხდომა. სხდომა გახსნა საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა გურამ ბექაიამ. მოხსენებებით თემაზე „პროფესორ საურმაგ ბუთხუზის წვლილი ქართული ნეიროფიზიოლოგიის განვითარებაში“ გამოვიდნენ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ცაგარელი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე აბზიანიძე. საურმაგ ბუთხუზის შესახებ მოგონებები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროფესორმა გურამ ბექაიამ და პროფესორმა დურმიშხან ჩიტაშვილმა.