განცხადება

ნანახია 673-ჯერ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციაზე:
 ბიოფიზიკის განყოფილება – მეცნიერ თანამშრომელი (1 ერთეული “ა” კატეგორია);
 მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
1.    განცხადება, განყოფილების/ლაბორატორიის, დასაკავებელი პოზიციისა და კატეგორიის მითითებით;
2.    განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.    კალენდარული ავტობიოგრაფია – CV, მასში მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებით;
4.    დიპლომების ასლები;
5.    გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;    
6.    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ვადაა 2017 წლის 13 სექტემბრიდან 2017 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 22 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 0160, თბილისი, გოთუას ქ. #14, II სართული, კანცელარია.
საკონტაქტო პირები - მარიამ ირემაშვილი, ელმირა მეგედი, ნინო ემუხვარი.
 e-mail – secretary@lifescience.org.ge
ტელ: 237 12 31, 237 11 65, 237 11 78.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>