საბავშვო ნახატების გამოფენა-კონკურსი
ნანახია 881-ჯერ
2017 წლის 27 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა გამოფენა – კონკურსი „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“. ცენტრის ფოიეში გამოფენილი იყო კონკურსის 23 მონაწილის ნახატები. კონკურსი ჩატარდა ოთხ ნომინაციაში. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენლები. ყველა კონკურსანტს გადაეცა სერთიფიკატი. ჟიურის მიერ კონკურსის ორ ნომინაციაში – «მეცნიერის პორტრეტი» და «კვლევა და ექსპერიმენტი» გამარჯვებულ მოსწავლეებს ანასტასია კვალიაშვილს და მარიამ თათოშვილს გადაეცათ ფაბლეტის შესაძენი ვაუჩერი, ხოლო ორ ნომინაციაში – «ვსწავლობ სამყაროს» და «21–ე საუკუნის მეცნიერება» სკოლამდელი ასაკის პატარებს 2 წლის დანიელ გოჩელაშვილს და 4 წლის მარიამ გოდერიძეს გადაეცათა წამახალისებელი პრიზი წიგნის შესაძენი ვაუჩერი.