შემეცნებითი ტური ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმში

ნანახია 739-ჯერ
2017 წლის 30 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრის ორგანიზებით გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახლ–მუზეუმში სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდა შემეცნებითი ტური. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა ნუგზარ ჩიტაიამ, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა და გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანლმა მაია ბეროშვილმა. ღონისძიების ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერებმა ჩაატარეს შემეცნებითი–პოპულარული სახის მოხსენებები შემდეგ თემებზე: "ადიქცია, ადიქცია", “რატომ გვძინავს და როგორ გვძინავს", "წამალდამოკიდებულება და ძილის დარღვევები", „აუტიზმის ცხოველური მოდელები“ და "ყურძნის პოლიფენოლები ჯანმრთელობის სადარაჯოზე". მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში, დასვეს საინტერესო და ახალგაზრდობისთვის მეტად აქტუალური შეკითხვები. მოხსენებების შემდეგ ჩატარდა ვიქტორინა, ხუთივე თემის ირგვლივ ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა დასვეს შეკითხვები და ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები.
მოხსენებების შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი მათი თანასოფლელის, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.
დასასრულს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა ივანე ბერიტაშვილის სახლ–მუზეუმს საჩუქრად გადასცა ბატონი ივანეს მოსწავლეების მონოგრაფიები და აღნიშნა, რომ წლის ბოლოს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სოფელ ვეჯინის სკოლის დირექციის მხარდაჭერით ვეჯინის სკოლას დაუბრუნდება ივანე ბერიტაშვილის სახელი.










<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>